შაბათი, 2024-05-18, 10:06 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » ივლისი » 30 » საეკლესიო ლექსიკონი --- ტაძარი და საეკლესიო ნივთები
12:02 PM
საეკლესიო ლექსიკონი --- ტაძარი და საეკლესიო ნივთები

ტაძარი არის ღმერთისადმი განსაკუთრებულად შეწირული შენობა, რომელშიც მორწმუნენი სალოცავად და საიდუმლოებების აღსასრულებლად იკრიბებიან. ტაძარს სხვანაირად ეკლესია ჰქვია, რაც ბერძნულად უფლის სახლს ნიშნავს. ეკლესია ეწოდება ასევე მორწმუნეთა კრებულს. ესაა ქვეყნიური, ანუ მებრძოლი ეკლესია, ხოლო ზეციურ, ანუ მოზეიმე ეკლესიას წმინდანთა და ანგელოზთა დასები წარმოადგენს. ეკლესიის თავია უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ტაძარი გარეგანი შეხედულებით სხვა შენობებისაგან განსხვავდება. ის ან ჯვრის სახით შენდება, ან ხომალდის მსგავსად, ან ვარსკვლავის სახით ან მრგვალად და გუმბათით მთავრდება. გუმბათზე კი აღმართულია ჯვარი, რომელიც სარწმუნოებრივ მახვილს წარმოადგენს.

ტაძარი შიგნიდან იყოფა სამ ნაწილად:

საკურთხეველი
ტაძრის შუა ნაწილი
სტოა (კარიბჭე)

საკურთხეველი

საკურთხეველი ტაძრის უმთავრესი ნაწილია. ის განასახიერებს ზეცას და მდებარეობს აღმოსავლეთით, რადგან აღმოსავლეთის მხარე დაკარგულ სამოთხეს მოასწავებს, ამასთან, ქრისტიანები იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას სწორედ აღმოსავლეთიდან მოელიან. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

წმიდა ტრაპეზი
მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი - ტრაპეზის უკან
სამკვეთლო
სალარო (სამღვდელო შესამოსლის შესანახი)

წმიდა ტრაპეზი* განასახიერებს ღმერთის ტახტს, რომელზედაც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული და ასევე მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან სულიერი საზრდო მოგვეწოდება. ის შუა ადგილზეა, შესაფერისი სამოსელითაა შემკობილი და მასზედ სრულდება ზიარების საიდუმლო. ტრაპეზზე აწყვია: ოდიკი, სახარება, წმინდა ჯვარი და სანაწილე.

ოდიკი სელის ან აბრეშუმის ქსოვილია, რომელზედაც კუბოში მწოლარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე ოთხი მახარებელი და წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. წმინდა ნაწილის ჩადება ოდიკში გვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები შეგროვდებოდნენ მოწამეების საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). ოდიკის შესახვეველი გვახსენებს იმ სუდარას, რომელშიც თვით იესო ქრისტე იყო შეხვეული დასაფლავების დროს.

სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.

ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს.

სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი - წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულთა საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა.

მღვდელმთავრის მაღალდასაჯდომელი - მოასწავებს უდიდებულესი მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს ზეციურ ტახტს და მის ჯდომას „მარჯვენით მამისა“.

სამკვეთლო საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილშია მოთავსებული. სამკვეთლო ეწოდება შესაფერისი სამოსელით შემკობილ მაგიდას, რომელზედაც მზადდება პური და ღვინო ზიარებისათვის. სამკვეთლო ერთდროულად იმ გამოკვეთილ კლდესაც გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ მთასაც (გოლგოთას), სადაც ევნო და ჯვარს ეცვა იგი.

სალარო (ანუ სადიაკონო) - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ სამღვდელო შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელს და წიგნებს.

სტოა ტაძრის დასავლეთ ნაწილს ეწოდება. აქ წინათ დგებოდნენ ცოდვილნი და კათაკმეველნი (პირნი, რომლებიც მოსანათლად ემზადებოდნენ). აქ სრულდება ლიტია, ანუ პურის კურთხევის ლოცვა.


კანკელი

ტაძრის იმ ნაწილისაგან, სადაც მორწმუნენი დგანან, საკურთხეველი გამოყოფილია კანკელით, ანუ კედლით, რომელზედაც დასვენებულია წმინდა ხატები. საკურთხეველში შესასვლელად კანკელს აქვს სამი კარი. შუა კარს აღსავლის, ანუ სამეუფო კარი ეწოდება, დანარჩენ ორს კი - ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარები. კანკელში ხატები შემდეგნაირადაა განლაგებული: აღსავლის კარებზე დასვენებულია სამებისა და ოთხი მახარებლის (სახარების დამწერთა) ხატები. სამეუფო კარის მარჯვნივ მაცხოვრის, მარცხნივ - ღვთისმშობლის ხატია. მაცხოვრის ხატის მარჯვნივ მოთავსებულია იმ წმინდანის ან დღესასწაულის გამომხატველი ხატი, რომლის სახელზეც არის ნაკურთხი ტაძარი. შემდეგაა ხატები სხვადასხვა წმინდანებისა. აღსავლის კარს ზემოთ ათავსებენ საიდუმლო სერობის ხატს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ან დიაკონთა - წმინდა სტეფანე პირველმოწამისა და ფილიპეს ხატებს. კანკელის ზემოთ აღმართულია ჯვარი.


სამეუფო კარი და ამბიონი

შუა ადგილას, სამეუფო კარის პირდაპირ, სადაც დიაკვანი წარმოთქვამს კვერექსებს და კითხულობს სახარებას, ამბიონი ეწოდება. ამბიონი გვახსენებს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავიდან გადააგორა და მენელსაცხებლზე დედებს მისი აღდგომა ახარა.

ნაპირებზე კლიროსებია, ანუ ადგილები მკითხველებისა (მედავითნეებისა) და მგალობლებისათვის, კლიროსებთან კი დროშები.

გამოყენებული ლიტერატურა:
მელიტონ კელენჯერიძე „ილოცე, ბავშვო!“
რაეო, 2005

*ტრაპეზი (ბერძ. - მაგიდა) - ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 2083 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 1
0  
1 li   (=]) [Entry]

კაგია ეს ყველაფერი , რომ დაამატეთ , კითხვები მქონდა , პასუხი არა
ეხლა უკვე , ამ საიტის მეშვეობით biggrin პასუხები მაქვს . biggrin

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 11515
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz