შაბათი, 2024-12-07, 1:33 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2008 » თებერვალი » 20 » როგორ იმართება ეკლესია
5:58 PM
როგორ იმართება ეკლესია

ართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში _ მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი _ თანასწორთა შორის. ატრიარქი აპი რის, მას ღვდლობის გივე არისხი აქვს, რაც დანარჩენ იერარქებს. აი, აპი კი ხვა ამეა! ის განსაკუთრებული ფიგურაა! ის იმაღლეზეა აბრძანებული, დანარჩენები კი ფეხებს უკოცნიან. მაგრამ ატრიარქი აპი ოდია, იგი სხვა იერარქებთან ერთად ზის და მათ საქმიანობას უწყობს ხელს. ასევე მონასტრის წინამძღვარი თუ იღუმენია სულიერი საბჭოს სხვა წევრებთან მიმართებაში არის პირველი თანასწორთა შორის. ერთ იერარქსა თუ ბერთა საბჭოს წევრს ღმერთი რაღაც ერთთან მიმართებაში გამოარჩევს, მეორეს _ რაღაც მეორესთან მიმართებაში. ოთხი მახარებელიც ხომ სწორედ ერთმანეთს ავსებს. ასევე ხდება გარკვეული საკითხის განხილვა წმ. სინოდზე ან მონასტრის სულიერ საბჭოზე. თითოეული საკუთარ აზრს გამოთქვამს და თუ ვინმეს აზრი დანარჩენებისას არ ემთხვევა, ეს ოქმებში ფიქსირდება, იმიტომ რომ, როდესაც საუბარი ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც სახარებისეულ მცნებებს ეწინააღმდეგება და ცალკეული პირის საწინააღმდეგო აზრი ამ ოქმში არ ჩაიწერება, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი სიცრუეს ეთანხმებოდა. თუ სინოდის ან სულიერი საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება არასწორ აზრს, მაგრამ ხელს მოაწერს გადაწყვეტილებას და თავის პოზიციას ოქმში არ ჩაწერს, ის არასწორად იქცევა და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში იგი დამნაშავეა. მაგრამ როდესაც იგი საკუთარ აზრს გამოთქვამს, უმრავლესობა რომც არ ეთანხმებოდეს, ღვთის წინაშე გამართლდება. თუ ადგილობრივი ეკლესიის სინოდი ან მონასტრის სულიერი საბჭო სწორად არ მუშაობს, გამოდის, რომ თითქოსდა მართლმადიდებლობის ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმით პაპისტურ სულს წარმოვაჩენთ. მართლმადიდებლური სული ასეთია: თითოეულმა უნდა გამოთქვას და უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი და არ უნდა დუმდეს შიშის ან პატივის გამო, იმისთვის, რომ ეკლესიის წინამძღოლთან ან მონასტრის წინამძღვართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. 
 
 
აგრამ თავს ვნებენ ის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკში რაიმე საეკლესიო თანამდებობას იკავებენ. ისინი ტყუილუბრალოდ იხარჯებიან, მაშინაც კი, ამ თანამდებობისათვის შესაფერისი თვისებები რომ ჰქონდეთ. მათ მეტად ამძიმებთ და დიდ დროს ართმევთ ადმინისტრაციული და საკანცელარიო საქმეები და სულიერ სარგებელს ვერ ნახულობენ, თუნდაც ამისათვის საკმარისი მონაცემები ჰქონდეთ. შესაძლებლობები ასე უაზროდ რომ არ გაეფლანგათ და საკუთარ თავზე ემუშავათ, ზოგიერთი მათგანი ეკლესიისათვის უდიდესი კაპიტალი იქნებოდა. ის, ვინც საკუთარი თავით არ არის დაკავებული (ამ სიტყვის კარგი გაგებით), ანუ საკუთარ თავზე არ მუშაობს, იმ ვაჭარს ემსგავსება, რომელიც ვაჭრობს და, ამავე დროს, არ იცის, რამდენი ფული აქვს. ბოლოს და ბოლოს ასეთი ვაჭარი ციხეში მოხვდება.

  ალიან მეწყინა, როცა შევიტყვე, რომ ახალგაზრდა მღვდლები ხელმძღვანელის სავარძლებში სხედან. მათ რომ ასე ადრეულად არ აეღოთ საკუთარ თავზე ხელმძღვანელის მოვალეობა, მოგვიანებით ბევრს დაეხმარებოდნენ. ამასთან, ხშირად ეკლესიის წინამძღვრები ხდებიან არა გამოცდილი მამები, რომელთაც სამწყსოსთან სულიერი მუშაობა შეუძლიათ, არამედ ახალგაზრდა მღვდლები. ამგვარად ბოროტება ორმაგდება.  პირველი ის, რომ ხალგაზრდები და გამოუცდელები, რომელთაც ჯერ საკუთარ თავზე არ უმუშავიათ, სხვებზე იღებენ პასუხისმგებლობას. ჯერ ულიერი იმდიდრე არ ოუხვეჭიათ და იკავებენ იმ ადგილს, საიდანაც აუცილებელია, რომ სულიერი სიმდიდრე სხვებს გაუნაწილო. მეორე ბოროტება კი იმაში მდგომარეობს, შედარებით უფროსი ასაკის სასულიერო პირებს, რომლებსაც ეკლესიაში თანამდებობები არ უკავიათ, შესაძლებლობა არა აქვთ, საკუთარი ძვირადღირებული გამოცდილება და საღმრთო განათლება სხვებსაც უწილადონ.

                                                   ამააისი (მთაწმიდელი)

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 8886 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/1202
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz