პატარა ფილმი მამა თეოდორეზე
|
სადაც შერიგებაა, იქ სიყვარულია სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელი დღე ერთადერთია წელიწადში, რომელსაც შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე ეწოდება. ეს არის დღე, როცა ადამიანმა უნდა დაძლიოს თავისი თავი, თავისი ამპარტავნება, საკუთარი „მე", მივიდეს ადამიანთან, რომელთანაც უბრად არის და ყოველი დანაშაული და ცოდვა, რომელიც მისგან ახსოვს, შეუნდოს.....
|
დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო.
|
სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!!! საიტის ადმინისტრაცია
ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო. იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3,15). [...]
|
"ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად, მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს ახარა: ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა - ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
|
IveRieLi.ucoz.CoM-ს ადმინისტრაციის სახელით..
გილოცავთ ბარბარობას, დაესწარით მრავალს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.. წმინდა ბარბარე იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.. უფალი გვფარავდეთ..
|
|