ჩვენი საიტის მომხმარებლებს და სრულიად საქართვეოს გილოცავთ ამ ბრწყინვალე მართლმადიდებლურ დღესასწაულს. წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. საიტის ადმინისტრაცია!
|
| ფილადელფოს კიკნაძე |
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა დაარღვია რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულება და გამოსცა მანიფესტი რუსეთთან საქართველოს შეერთების შესახებ. ამის შედეგად რუსეთმა მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და განახორციელა მისი სრული ანექსია*. მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს გამოუცხადეს თბილისის სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ თავადაზნაურობას. სიონის ტაძარს კი რუსთა სამხედრო ნაწილები შემოარტყეს, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იარაღით ჩაეხშოთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ქართველები არ შეგუებიან და ბევრჯერ სცადეს რუსეთის მონობის უღლის მოშორება. ასეთი ცდა გახლდათ 1832 წლის შეთქმულება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სასულიერო პირი ფილადელფოს კიკნაძე.
(
დანარჩენი „სრულად ნახვა"-ში ....
)
|
|
სამი ქალწულის ხატი, რომელიც დაბრძანებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში |
მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა
წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა - ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით. მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.
( სრულად იხილეთ „ სრულიადში “ .... )
|
| მართლმადიდებლური სასწაულები |
თანამედროვე მართლმადიდებლური სასწაულები
გადაცემა პროფილი რომელის თემაც იყო თანამედროვე მართლმადიდებლური სასწაულები თქვენ ნახავთ იმ ადამიანებს ვისაც უფალამ განკურნა სხვადასხვა დაავადებისაგან და თქვენ ნახავთ სასწაულებს რომელიც საქართველოში ხდება. (სანახავად შედით სრულიად ნახვაში .... )
|
| ჯვართამაღლება |
მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.
(დანარჩენი სრულიადში .... )
|
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.
|
|
ისტორიკოსი, თეოლოგი. დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, როდესაც საკუთარი სურვილით შევიდა გაზის კამერაში მრავალშვილიანი მამის მაგივრად. |
|
ასი ათასი ქართველი მოწამე
წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა.
ჩვენს საზღვრებს მონღოლთა უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით.
|
კანდელს ხატებთან დანთებულ ლამპარს უწოდებენ. იგი, კელაპტრის მსგავსად, ჩვენს რწმენას
გამოხატავს.
კანდელში მცენარეულ ზეთს ასხამენ და ზეთით გაჟღენთილ ბამბის ძაფს სანთლით ანთებენ.
|
ალბათ გინახავთ, რომ სასულიერო პირებს თუ ჩვეულებრივ მორწმუნეებს სხვადასხვა
ზომის ბურთულებისაგან შედგენილი და ჯვრით დაბოლოებული სამაჯური აქვთ. ეს განა
სამკაულია? თუმცა ერთხანს საქართველოში მას ამ დანიშნულებითაც ხმარობდნენ. ეს არის
ლოცვების დასათვლელი სკვნილი ანუ კრიალოსანი *. საბჭოთა პერიოდში, როცა ხელისუფლება
სარწმუნოებას დევნიდა, უმრავლესობამ დაივიწყა ღმერთი, ლოცვა და აღარც სკვნილი
სჭირდებოდათ. ამიტომ იგი ერთგვარ სამკაულად, თავშესაქცევ ნივთად იქცა:
ნახევრადძვირფასი ქვის ბურთულებისგან (მარცვლებისგან) დამზადებული სკვნილის პატრონი
თითო ბურთულის ერთი ხელიდან მეორეში გადატანით თავს იქცევდა.
|
|