კვირა, 2024-11-24, 2:53 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » ივლისი » 30 » ასი ათასი ქართველი მოწამე
12:23 PM
ასი ათასი ქართველი მოწამე

http://www.orthodoxy.ge/tveni/oqtomberi/icons/100atasi.jpg

ასი ათასი ქართველი მოწამე

წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ჩვენს საზღვრებს მონღოლთა უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით.

ქართველებმა ვერ მოასწრეს ჯარის შეკრება და მოულოდნელად გამოჩენილ მტერს მხოლოდ მცირერიცხოვანი ძალებით შეეგებნენ იმ იმედით, რომ მთავარსარდალი იოანე მხარგრძელი დამხმარე ჯარს შეაშველებდა. მაგრამ იოანე (ეროვნებით სომეხი) მთავარსარდალს შური ჰქონდა გულში შალვა და ივანე ახალციხელებისა, რომლებიც მოწინავე ჯარს მეთაურობდნენ და შურით აღვსილმა მათ დამხმარე ჯარი არ მიაშველა. მიუხედავად სიმცირისა, ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ღალატმა და მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. ქართველები დამარცხდნენ. ივანე ახალციხელი ბრძოლის ველზე დაეცა, შალვა კი ტყვედ ჩავარდა. იგი სულთანს მიჰგვარეს. ქართველი დიდებულის ახოვანებითა და სიმამაცით აღფრთოვანებული სულთანი მის გადმობირებას ეცადა, მაგრამ ვერც ლიქნით და ვერც მუქარით შალვა ახალციხელი რჯულის შეცვლაზე ვერ დაითანხმა. მაშინ მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. ასე აღესრულა სამშობლოსა და ქრისტეს სარწმუნოებისათვის თავდადებული მამულიშვილი. ხალხმა მას უძღვნა ლექსი „შავლეგო“, რომელიც შემდეგ სიმღერადაც აჟღერდა.

ჯალალ-ედ-დინი გარნისის გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულა. იგი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 2161 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
0  
2 li   (=]) [Entry]

ღვთის შეწევნით არსებობს გამონაკლისები !

* გ
0  
1 li   (=]) [Entry]

მტერს მხოლოდ მცირერიცხოვანი ძალებით შეეგებნენ იმ იმედით, რომ მთავარსარდალი იოანე მხარგრძელი დამხმარე ჯარს შეაშველებდა.
მაგრამ იოანე ( angry ეროვნებით სომეხი angry ) მთავარსარდალს შური ჰქონდა გულში
და შურით აღვსილმა მათ დამხმარე ჯარი არ მიაშველა. მიუხედავად სიმცირისა, ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ღალატმა angry სომეხი surprised იოანეს მიერ და მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. sad
პ.ს. ეს დღესაც საყურადღებოა , უცხო ტომის ადამიანი ჩვენ არ დაგვინდობს ,თუმცა საბედნიეროდ , ღვთის შეწევნით არსებლბს გამონაკლისები

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz