ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დღეს საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი, მე-3 ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეული, საარტილერიო ბრიგადის ოცეულები, პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადის არტილერისტები, ავიაციისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებები, საზენიტო დივიზიონი.
წვრთნის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჯარისკაცების სადღეგრძელო დალია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯარისკაცი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი პროფესიაა.
სააკაშვილის თქმით, თავად იგი და მთელი ქვეყანა ვალში არიან, როგორც დაღუპული ჯარისკაცების, ისე იმ სამხედროების წინაშე, რომლებიც ჯარში მსახურობენ.
იხილეთ ვიდეო მასალა სრულიად ნახვაში