დასახელება: ნახევარ ქათამა/Chicken little ჟანრი: ანიმაცია, კომედია რეჟისორი: მარკ დინდელი გამოსვლის წელი: 2005 კომპანია: Walt Disney Pictures ფილმის მიმოხილვა:
ეს არის ფილმი ნახევარ ქათამაზე რომელიც თავისი ქცევებით სასაცილოს ხდის
ამ ანიმაციური ფილმს,იგი ცდილობს დაკარგული რეპუტაციის აღდგენიას, და
საკმაოდ სასაცილო თავგადასავალი მოჰყვება ამ ყველაფერს ფილმის შესახებ: ხანგრძლივობა: 1 სთ:17 წთ ენა : ქართული (პროფესიონალური)
|
დასახელება : გლადიატორი ორიგინალური დასახელება : Gladiator გამოშვების წელი : 2000 ქვეყანა : აშშ ჟანრი : დრამა, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი რეჟისორი : რიდლი სკოტი როლებში : რასელ ქროუ, ხოაკინ ფენიქსი, ოლივიერ რიდი, კონი ნილსენი, ჯიმონ ხონსუ, რიჩარდ ჰარისი, დერეკ იაკობი, ლევიდ შოფილდი
ფილმის მიმოხილვა: დიდებულ
რომის იმპერიაში არ იყო მხედარმთავარი, რომელიც გენერალ მაქსიმუსს
შეედრებოდა. დაუმარცხებელი ლეგიონები, რომლებსაც ეს კეთილშობილი მებრძოლი
ხელმძღვანელობდა, მას აღმერთებდნენ და მას ჯოჯოხეთშიც კი გამოყვებოდნენ.
მას იმპერატორი გამეფებასაც უპირებდა თუმცა ამას გაიგებს მისი შვილი და
შურით აღვსილი მოკლავს იმპერატორს და თვითონ დაეპატრონება ტახტს, ხოლო
მაქსიმუსის მოკვლას ბრძანებს რომელიც სასწაულებრივად გადაურჩები მოგზავნილ
ჯარისკაცებს. თუმცა თავისუფლებას დაკარგავს და გლადიოატრი გახდება
IMBD 8.3/10 (195,986 votes)
ფილმის შესახებ: მწარმოებელი : Universal Pictures ხანგრძლივობა : 02:26:49 გახმოვანება : ქართულად
|
ასი ათასი ქართველი მოწამე
წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა.
ჩვენს საზღვრებს მონღოლთა უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით.
|
კანდელს ხატებთან დანთებულ ლამპარს უწოდებენ. იგი, კელაპტრის მსგავსად, ჩვენს რწმენას
გამოხატავს.
კანდელში მცენარეულ ზეთს ასხამენ და ზეთით გაჟღენთილ ბამბის ძაფს სანთლით ანთებენ.
|
ალბათ გინახავთ, რომ სასულიერო პირებს თუ ჩვეულებრივ მორწმუნეებს სხვადასხვა
ზომის ბურთულებისაგან შედგენილი და ჯვრით დაბოლოებული სამაჯური აქვთ. ეს განა
სამკაულია? თუმცა ერთხანს საქართველოში მას ამ დანიშნულებითაც ხმარობდნენ. ეს არის
ლოცვების დასათვლელი სკვნილი ანუ კრიალოსანი *. საბჭოთა პერიოდში, როცა ხელისუფლება
სარწმუნოებას დევნიდა, უმრავლესობამ დაივიწყა ღმერთი, ლოცვა და აღარც სკვნილი
სჭირდებოდათ. ამიტომ იგი ერთგვარ სამკაულად, თავშესაქცევ ნივთად იქცა:
ნახევრადძვირფასი ქვის ბურთულებისგან (მარცვლებისგან) დამზადებული სკვნილის პატრონი
თითო ბურთულის ერთი ხელიდან მეორეში გადატანით თავს იქცევდა.
|
კელაპტარი
|
წმიდა წერილი
წმიდა წერილს სხვაგვარად ბიბლიას უწოდებენ. იგი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან.
წმიდა წერილი უფლის რჩეულების მიერ, ღვთის შთაგონებითაა დაწერილი. ძველ აღთქმაში
მოთხრობილია სამყაროს შექმნის ამბავი და ქრისტეს მოსვლამდე ღვთის რჩეული ერის ისტორია.
ახალი აღთქმა ღვთის კურთხევით ქრისტეს მოციქულების მიერაა დაწერილი და იესოს მიწიერ
ცხოვრებასა და მის მოძღვრებაზე მოგვითხრობს. ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებას
უწოდებენ, ხოლო იმ მოციქულებს, ვინც ისინი დაწერა – მახარებლებს. ეს წიგნებია: I
– მათეს სახარება, II – მარკოზის სახარება, III – ლუკას სახარება და IV – იოანეს
სახარება.
|
ტაძარი
ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. ტაძრის შესასვლელს
სტოა ეწოდება. შუა ტაძარში მორწმუნენი დგანან და ლოცულობენ. საკურთხეველი ტაძრის
მთავარი ნაწილია. მღველმსახურნი წირვა-ლოცვას საკურთხეველში ასრულებენ.
|
ჯვარი, გამშვენებული ჯვარი
მღვდლები შესამოსელის ზემოდან სამღვდელო ჯვარს ატარებენ. ჩვეულებრივი სამკერდე ჯვრისაგან
განსხვავებით, სამღვდელო ჯვარი დიდი ზომისაა.
|
საეკლესიო ჭურჭელი და ნივთებისაეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და
ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და
ღრუბელი.
|
ტაძარი არის ღმერთისადმი განსაკუთრებულად შეწირული შენობა, რომელშიც მორწმუნენი
სალოცავად და საიდუმლოებების აღსასრულებლად იკრიბებიან. ტაძარს სხვანაირად ეკლესია
ჰქვია, რაც ბერძნულად უფლის სახლს ნიშნავს. ეკლესია ეწოდება ასევე მორწმუნეთა
კრებულს. ესაა ქვეყნიური, ანუ მებრძოლი ეკლესია, ხოლო ზეციურ, ანუ მოზეიმე ეკლესიას
წმინდანთა და ანგელოზთა დასები წარმოადგენს. ეკლესიის თავია უფალი ჩვენი იესო
ქრისტე.
ტაძარი გარეგანი შეხედულებით სხვა შენობებისაგან განსხვავდება. ის ან ჯვრის
სახით შენდება, ან ხომალდის მსგავსად, ან ვარსკვლავის სახით ან მრგვალად და
გუმბათით მთავრდება. გუმბათზე კი აღმართულია ჯვარი, რომელიც სარწმუნოებრივ მახვილს
წარმოადგენს.
ტაძარი შიგნიდან იყოფა სამ ნაწილად:
საკურთხეველი
ტაძრის შუა ნაწილი
სტოა (კარიბჭე)
|
15 (28) ივლისი
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში
ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე
დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა
უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო,
წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი
სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ
სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და
გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან,
მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ
ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე
გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა,
წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს
ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“
კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან
გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების
შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს
და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა
ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო,
მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან
ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე
დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის
ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
|
|