სამშაბათი, 2024-12-03, 8:27 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » ივლისი » 30 » საეკლესიო ლექსიკონი --- საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები
12:05 PM
საეკლესიო ლექსიკონი --- საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები

საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები

საეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და ღრუბელი.

ბარძიმი ფეხიანი სასმისია, რომელშიც კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.

ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად* წოდებულ პურს დებენ. ფეშხუმი გაგვახსენებს ბაგასაც, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე იწვა და კუბოსაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი იდო. ის წარმოგვისახავს იმ თას-სასმისს, რომელშიც იესო ქრისტემ ღვინო აკურთხა, თავის სისხლად შესცვალა და მოწაფეები აზიარა.

ვარსკვლავი ორი მოღუნული ლითონის მომცრო რკალია - ერთმანეთთან ჯვრის სახით შეერთებული და გაგვახსენებს იმ ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა მოგვებს და მოიყვანა ბეთლემის გამოქვაბულში, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. ვარსკვლავი ფეშხუმზე იდგმება, რათა დაფარნა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილს არ შეეხოს.

ლახვარი იხმარება სეფისკვერიდან ნაწილის ამოსაღებად. ის გვახსენებს ლახვარს, რომლითაც ერთმა მხედარმა განგმირა ჯვარცმული იესოს გვერდი.

კოვზი იხმარება მორწმუნეთა საზიარებლად. ის გვახსენებს სერაფიმის მარწუხს, ან საკეც მაშას, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განსწმინდა იგი ცოდვებისაგან და განანათლა.

ღრუბელი ორია საჭირო: 1. საღმრთო ჭურჭელის საწმენდად და 2. ფეშხუმზე ნაწილების შესაგროვებლად და ბარძიმში ჩასაწმენდად. ის გვახსენებს ღრუბელს, რითაც ჯვარცმულ მაცხოვარს ნაღვლით შეზავებული ძმარი ასვეს.

წმინდა ძღვენის შესამოსლებს ეძახიან დაფარნებს. დაფარნები სამია: ორი მცირე და ერთი დიდი. ერთს აფარებენ ფეშხუმს, მეორეს - ბარძიმს, მესამეს (დიდს) - ორივეს, ფეშხუმს და ბარძიმს, ერთად.

დიდ დაფარნას სხვანაირად „ეერი“ ეწოდება. ის ერთდროულად აღნიშნავს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავის კარი იყო დახშული; მიწისძვრას - მაცხოვრის ჯვარცმისას და სულიწმიდის მადლის ნიავებასაც. ამიტომაც ჰქვია „ეერი“*.

მცირე დაფარნები ერთდროულად აღნიშნავს სახვევებს, რომლითაც იყო შეკრული იესო ბაგაში წოლისას და სუდარასაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი დასაფლავებისას იყო შეხვეული.

ამათ გარდა გამოიყენება:

საცეცხლური საკმევლის საკმევად. იგი არის ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის ჭურჭელი, რომელშიც ჩაიყრება ნაკვერცხალი და ამაზე დაიკმევა საკმეველი და გუნდრუკი. საცეცხლური მოასწავებს ღვთისმშობლის წიაღს. საცეცხლურში ნაკვერცხლის ყოფნა კი თვით იესო ქრისტეს ყოფნას ქალწულ მარიამის წიაღში. საცეცხლურის ოთხი ჯაჭვი ნიშნავს მახარებლებს. საკმევლის და გუნდრუკის დაკმევა ნიშნავს გულითად ლოცვას ღმრთისა და წმინდანებისადმი და სულიწმიდის მადლსაც, რომელიც განგვანათლებს და გვაცხონებს. როგორადაც აღივსება ტაძარი გუნდრუკის კვამლით, ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანების გვამი აღივსება სულიწმიდის მადლით.

კანდელი არის ვერცხლის ან ოქროს ჭურჭელი, რომელშიც ზეთი ასხია და მისით გაჟღენთილი ბამბის ძაფი იწვის.

სამირონე არის ჭურჭელი, რომელშიც წმინდა მირონი ინახება.

ემბაზი სანათლავი ჭურჭელია.

გვირგვინები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისას იხმარება.

გამოყენებული ლიტერატურა:
მელიტონ კელენჯერიძე „ილოცე, ბავშვო!“
რაეო, 2005

*ტარიგი - დასაკლავად გამზადებული კრავი. ტარიგად იწოდება ქრისტე მაცხოვარი, რომელიც, როგორც კრავი, დაიკლა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.
* ეერი (იგივე ვეირი, სანიავებელი)

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 3587 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 li   (=]) [Entry]

რა კარგი ახსნილია ,
აქედან ვისწავლი , საეკლესიო ნივთების დასახელებას .

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 4
სტუმრები : 4
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz