კელაპტარი
|
წმიდა წერილი
წმიდა წერილს სხვაგვარად ბიბლიას უწოდებენ. იგი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან.
წმიდა წერილი უფლის რჩეულების მიერ, ღვთის შთაგონებითაა დაწერილი. ძველ აღთქმაში
მოთხრობილია სამყაროს შექმნის ამბავი და ქრისტეს მოსვლამდე ღვთის რჩეული ერის ისტორია.
ახალი აღთქმა ღვთის კურთხევით ქრისტეს მოციქულების მიერაა დაწერილი და იესოს მიწიერ
ცხოვრებასა და მის მოძღვრებაზე მოგვითხრობს. ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებას
უწოდებენ, ხოლო იმ მოციქულებს, ვინც ისინი დაწერა – მახარებლებს. ეს წიგნებია: I
– მათეს სახარება, II – მარკოზის სახარება, III – ლუკას სახარება და IV – იოანეს
სახარება.
|
ტაძარი
ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. ტაძრის შესასვლელს
სტოა ეწოდება. შუა ტაძარში მორწმუნენი დგანან და ლოცულობენ. საკურთხეველი ტაძრის
მთავარი ნაწილია. მღველმსახურნი წირვა-ლოცვას საკურთხეველში ასრულებენ.
|
ჯვარი, გამშვენებული ჯვარი
მღვდლები შესამოსელის ზემოდან სამღვდელო ჯვარს ატარებენ. ჩვეულებრივი სამკერდე ჯვრისაგან
განსხვავებით, სამღვდელო ჯვარი დიდი ზომისაა.
|
საეკლესიო ჭურჭელი და ნივთებისაეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და
ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და
ღრუბელი.
|
ტაძარი არის ღმერთისადმი განსაკუთრებულად შეწირული შენობა, რომელშიც მორწმუნენი
სალოცავად და საიდუმლოებების აღსასრულებლად იკრიბებიან. ტაძარს სხვანაირად ეკლესია
ჰქვია, რაც ბერძნულად უფლის სახლს ნიშნავს. ეკლესია ეწოდება ასევე მორწმუნეთა
კრებულს. ესაა ქვეყნიური, ანუ მებრძოლი ეკლესია, ხოლო ზეციურ, ანუ მოზეიმე ეკლესიას
წმინდანთა და ანგელოზთა დასები წარმოადგენს. ეკლესიის თავია უფალი ჩვენი იესო
ქრისტე.
ტაძარი გარეგანი შეხედულებით სხვა შენობებისაგან განსხვავდება. ის ან ჯვრის
სახით შენდება, ან ხომალდის მსგავსად, ან ვარსკვლავის სახით ან მრგვალად და
გუმბათით მთავრდება. გუმბათზე კი აღმართულია ჯვარი, რომელიც სარწმუნოებრივ მახვილს
წარმოადგენს.
ტაძარი შიგნიდან იყოფა სამ ნაწილად:
საკურთხეველი
ტაძრის შუა ნაწილი
სტოა (კარიბჭე)
|
15 (28) ივლისი
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში
ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე
დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა
უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო,
წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი
სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ
სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და
გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან,
მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ
ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე
გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა,
წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს
ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“
კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან
გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების
შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს
და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა
ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო,
მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან
ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე
დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის
ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
|
"საბედისწერო ნაბიჯი" – ფილმი შეეხება ნარკომანიის ცოდვას სცენარის ავტორი და რეჟისორი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე
|
კაცობრიობა თავისი ისტორიის დასასრულისკენ მიექანება. ამას არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მამის, მღვდელ-მონაზონ სერაფიმ როუზის სიტყვები– “ახლა გაცილებით უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია” - გვახსენებს. მსოფლიოში ანტიქრისტეს სტანდარტების მასობრივი დანერგვისა და გავრცელების ტემპები ბოლო ჟამის სარწმუნო ნიშნებს იძლევა. რუბრიკით - “ანტიქრისტეს სტანდარტები” - ამ სტანდარტების დანერგვის სხვადასხვა შემთხვევებსა და გამოვლინებებზე გვინდა ვესაუბროთ საზოგადოებას
|
|