ხუთშაბათი, 2024-11-21, 12:19 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2010 » იანვარი » 7 » ქრისტეშობა
6:22 PM
ქრისტეშობა

ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად, მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს ახარა: ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა - ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

გახარებული მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ მინიშნებული ადგილისაკენ. მათ, მართლაც, იხილეს ყრმა იესო, თაყვანი სცეს მას და ადიდებდნენ ღმერთს ასეთი დიდი წყალობისათვის.

იმ ხანებში იუდეის საზღვრებს მოადგა სამი მოგვი სპარსეთიდან. უცნაური ამბავი მოიტანეს მოგვებმა: ცაზე უცხო ვარსკვლავი გამოჩნდა, ასეთი ვარსკვლავი მანამდე არ ყოფილა. ეს მეუფის დაბადებას მოასწავებს. ჩვენ გამოვყევით ვარსკვლავს და თქვენს სამეფოში მოგვიყვანა. გვიჩვენეთ თქვენი მეუფე, რომელიც ამქვეყნად იშვა.

ყველა შეაშფოთა ამ ამბავმა, განსაკუთრებით მეფე ჰეროდე, რომელიც ტახტზე უკანონოდ იჯდა. არავინ უწყოდა, სად იშვა ქრისტე. მაშინ მოუწოდეს რჯულის მცოდნეებს და ჰკითხეს, რას ამბობენ წინასწარმეტყველები იესო ქრისტეს შობაზეო. მათ კი მიუგეს, მეუფე, მხსნელი ჩვენი უნდა იშვას ბეთლემში, დავითის ქალაქში. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა მოგვები ბეთლემში და დააბარა: ნახეთ ის ყრმა და დაადგინეთ, სად არის, რათა მეც მივიდე და თაყვანი ვსცე მას. გულში კი სულ სხვა რამ განიზრახა. მას ყრმა იესოს მოკვლა სურდა, რომ მეფობაში არ შეცილებოდა.

მოგვები გზას გაუდგნენ. ამ დროს ისევ გამოჩნდა უცნაური ვარსკვლავი, იგი მათ მიჰყვებოდა და გზას უნათებდა. ბოლოს, როდესაც ბეთლემს მიუახლოვდნენ, ვარსკვლავი ერთი გამოქვაბულის თავზე გაჩერდა. მოგვები შევიდნენ შიგ და ქალწულ მარიამის მკლავებში იხილეს საკვირველი ყრმა. მოგვები მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი-სცეს ადამიანად მოსულ მაცხოვარს. შემდეგ საუნჯე გახსნეს და იესოს ძღვენი მიართვეს. ეს იყო: ოქრო, გუნდრუკი და მური.

ამის შემდეგ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მოგვებს და მეფის ბოროტი განზრახვა ამცნო, თან უბრძანა, აღარ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, არამედ სხვა გზით წასულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. მოგვები ასეც მოიქცნენ.

აი, ასე მოკრძალებულად იშვა ამქვეყნად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ამით თავმდაბლობის მაგალითი დაგვისახა. ანგელოზთა პირით კი უდიდესი მცნებები გვიქადაგა: სიყვარული უფლისა მთელი არსებით, სულითა და გულით და სიყვარული მოყვასისა, როგორც საკუთარი თავისა. ეს ორი მცნება ჯვარს გამოსახავს: ღვთისადმი სიყვარული ვერტიკალურ ღერძს ქმნის, მოყვასისა კი - ჰორიზონტალურს. თუ ჩვენ ამ ორ მცნებას აღვასრულებთ, გამოვა, რომ ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი  ჯვარი. ეს კი აუცილებელია, რადგან ჯვრის ტვირთვის გარეშე არ არსებობს არც აღდგომა.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 3350 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.6/8
სულ კომენტარები: 4
0  
4 iverieli   (=]) [Entry]

სპ B

* გ
+1  
3 ika   (=]) [Entry]

სპ გაიხარე

* გ
+1  
2 toka   (=]) [Entry]

გილოცავთ ყველას

* გ
0  
1 iverieli   (=]) [Entry]

სრულიად საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ჩვენი საიტის მომხმარებლებს გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე იყოს ჩვენი მფარველი! :* :*

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 3
სტუმრები : 3
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz