სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!!!
საიტის ადმინისტრაცია
ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.
იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" (მათე 3,15). [...]