"ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად, მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს ახარა: ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა - ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".