გუშინ მადრიდის "რეალმა" ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობა იზეიმა. სხვაობა მასსა და მეორე ადგილზე მყოფ "ვილიარეალთან" უკვე 10 ქულას შეადგენს და უკვე თეორიული შანსი მადრიდელების ოპონენტების გაჩემპიონებისა აღარ არსებობდა. "რეალი" კი საჩემპიონო თამაშში "ოსასუნას" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თამაში საკმაოდ საინტერესო იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მატჩში, როგორც მოგახსენეთ სამი გოლი გავიდა და სამივე გოლი 80-90 წუთებში იქნა გატანილი. 83-ე წუთზე "რეალის" კართან დაინიშნა პენალტი. დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე ფუნალმა აიღო და დაამწუხრა კიდეც ესპანეთის ნაკრების ძირითადი კიპერი იკერ კასილასი. 87-ე წუთზე გოლი უკვე "სამეფო კლუბმა" გაიტანა. ავტორი კი არიენ რობენი გახდა, რომელმაც ბოლო ხანებში გოლებს უმატა. 1:1 ეს ანგარიში მადრიდელებს საჩემპიონოდ ხელს არ აძლევდა ამიტომაც "რეალმა" ბოლო ძალები მოიკრიბა და შეუტია. მასირებულმა იერიშებმა გაამართლა და 64-ე წუთზე შემოსულმა იგუანმა 89-ე წუთზე ბურთი "ოსასუნას" კარის ბადეში გაახვია. მატჩი ასეც დასრულდა 2:1. ესპანეთის დედაქალაქში კი ამ გამარჯვებას დილამდე ზეიმობდნენ და მადრიდის ქუჩებში სიხარული სუფევდა. ასე, რომ "რეალი" უკვე ზედიზედ მეორედ ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მოწინააღმდეგებს, რომ კვლავ ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია.
გადაწერეთ თამაშში გატანილი გოლები, ჩემპიონობის სურათები და აღნიშვნები: სტადიონზე, თვითფრინავში და "სიბელესზე"
|