წმ.ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები რამდენიმე თვის წინ ოდესიდან საქართველოში უწმინდესისა და უნეტარესის თხოვნით ჩამოაბრძანეს.შემდეგ კი სიწმინდე საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადასცეს.
წმ.ანდრია პირველწოდებილის ტერფის ნაწილი ერთი თვის განმავლობაში მთელს საქართველოს შემოივლის და გაივლის გზას, რაც ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. აჭარაში სიწმინდე გურიიდან ჩამოაბრძანეს.
სიწმინდესთან მიახლება მორწმუნეებს 2 დღეს შეეძლებათ.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია პირველწოებულის ტერფის ნაწილებთან ერთად ხატიც ჩამოასვენეს, რომელზეც 3 წმინდანი: იოანე ნათლისმცემელი, სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებულია გამოსახული.