ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ. წმიდაო ღმერთო, დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ყოვლად წმიდაო სამებაო... და მამაო ჩვენო, ვითარცა ზემოთ წერილ არს.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონთ ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ. აწდა, მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).
ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა, საქმით, სიტყვით და გულისხმისყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისა ბიწისაგან ხორცისა და სულისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვსდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვახსნე ბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოსა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებასა ჩემისაგან გულის-სიტყვა უჯერო და ვნებელი, რომელი ეგე კურთხეულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა, რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებუბულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა; გინა თუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვწამე. გინა თუ ვგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონელი ვიხილე და მისდამი დავლსბი. ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერები ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებვყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიეს და არა მახსოვნ, - უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ, მამისა და ძისა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი, მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, რაოდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საბრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი, და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად წმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზესთაბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მომანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო. უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო, დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი. ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისა, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა. ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განანათლენ თვალნი ჩემნი, ქრისტე ღმერთო, ნუ უკვე დავიძინო მე სიკვდიდ, ნუ სადა სთქვას მტერმან ჩემმან, მრე ვეყავ მას. დიდება... შემწე სულისა ჩემისა იქმენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შორის საფრთხეთა მრავალთა ვვალ, მიხსენ მათგან და მაცხოვნე მე, ვითარცა სახიერმან და ვითარცა კაცთ-მოყვარემან. აწდა...
ყოვლად დიდებულო, დედა ღვთისაო, და წმიდათა ანგელოსთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღვთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გვიშევ ჩვენ ღმერთი ხორცითა, და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩვენთათვის. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა მოაკლდეს, და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უღვარსთ ღმერთი და გამოისახვენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ ყოვლად პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლად პატიოსანი, განსადევნელად ყოვლთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლად პატიოსანო და ცხოველისმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლად წმიდისა ქალწულისა ღვთისმშობლისა, და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ.
გვიხსენ, გვილხინე, და მოგვიტევენ, ღმერთო, ცოდვანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი. გულის-სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულისხმის-ყოფით, ყოველნივე ცოდვანი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან. სახიერო უფალო, შეუნდევ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთა. კეთილისმყოფელთა ჩვენთა კეთილი უყავ, ძმათა ჩვენთა, და თვისთაცა მომადლე საცხოვრებელი თხოვა მათი, და ცხოვრება საუკუნო. რომელნი სნეულ არიან, დაიცავ და კურნება მოჰმადლე. რომელნი ზღვასა შინა იჭირვიან, შეეწიე. მოგზაურთა თანა, მავალ ექმენ. განაძლიერე ღვთთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა. რომელნი გვიღვწვიან ჩვენ, და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა. რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა. მოიხსენე, უფალო, პირველნ გარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი, და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა. მოიხსენე, უფალო, ძმანი ჩვენნი რომელნი ტყვეობასა შინა არიან, და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა. მოიხსენე, უფალო, ნაყოფის მომრთმეველნი და კეთილის-მოქმედნი წმიდათა ეკლესიათა შენთანი, და მიეც მათ საცხოვრებელი თხოვაი მათი, და ცხოვრება საუკუნო. მომიხსენე, უფალო, ჩვენცა. მდაბალნი და ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი და განანათლენ გონებანი ჩვენნი ნათლითა მეცნიერებისათა, სვლად გზასა მცნებათა შენთასა. მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
|