კვირა, 2024-11-24, 4:17 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » მარტი » 29 » დილის ლოცვები
7:43 PM
დილის ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

ლოცვა სულისა წმიდისადმი

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშისცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოვლისავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო სულნი ჩვენნი.

ლოცვა სამწმიდაოსი

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა წმიდა სამებისადმი

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). დიდება, აწდა.

ლოცვა საუფლო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

ტროპარი სამ ნაწილად:

აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე. უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდენ, არამედ შიშით ღაღავყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

წმიდისა სამებისადმი:

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა, და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისაებრ კაცთმოყვარე მექმენ მე, და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა, აწცა განმინათლენ თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა, და გულისხმის-ყოფად გზათა შენთა, და ქმნად ნებისა შენისა, და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლად-პატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

ფსალმუნი 50 სინანულისა

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ჰსძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვჰსწმიდნე მე; განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმორთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა; რამეთუ უკუთემცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არა გნთეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა, და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გნთეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი, მაშინ შეწირნენ საკურთხველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანასა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
და ერთი უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენსა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩვენთვის პონტეილისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა. და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილსა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევასა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველისმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების, და იდიდების რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

ლოცვა დიდისა მაკარისა

ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ მიხსენ მე განსაცდელისაგან, და იყავნ ჩემ შორის ნება შენი, რამეთუ დაუსჯელად აღვაღო პირი ჩემი არა ღირსი, და ვაქებდე სახელსა შენსა წმიდასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნოიყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლას, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.

ლოცვა დიდისა ვასილისა

უფალო ყოვლისამპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ჰხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ, და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალთშეუდგამო, რომელი მიუჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობითნი და უმეცრობითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულისსიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამაოსა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცთურისგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნათ მეორედ მოსვლასა მას ბრწყინვალესა, და განათლებულსა დღესა მას მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილთა, მომლოდნელნი წარდგომად სიხარულსა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელსა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდაჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა მფარველი ანგელოსისადმი სამარადისო

წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა, და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და რაოდენი ვცოდე განვლილსა ამას ღამესა, დამიფარე მე დღესაცა ამას, და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღდგომისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდე სძალო უსძლოო.
ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.

მოკითხვა მთავარანგელოზისა მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალო შენთანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ლოცვა მოწოდება წმიდისა, რომლის სახელიცა გაქვს

ევედრე ღმერთსა ჩემთვის, წმიდაო (სახელი), რამეთუ გულს-მოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.

ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრეებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

ლოცვა ცოცხალთათვის

მოიხსენე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცენ, და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლ-მორწმუნეთა შენთასა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯვენით ღვთისა და მამისა; მოხედენ მოწყალებით მვედრებელთა შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ; მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა, და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ, და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ-ჰყავ. წარმართთა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისადმე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ, და მეტყველება მათი ცუდ-ჰყვენ, ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი (მეტანია)..
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღვთთივ-დაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, და შეიწყალენ ღვთთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე შეზღუდე მპყრობელებანი მათნი და დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათთნი, და შთაუთხრენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის, და ყოვლისა ერისა შენისა, და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა, დაწყნარებული ცხოვრება გვაქვნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნო წესნი ზიარნი ეკკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა, და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელი), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მოანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოველთა კეთილთა (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი, და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნილნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმორთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა, შენდობითა და ხსნა მოანიჭე მათ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელნი მმძლავრობენ და მყვედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთვის, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელ აქვნ ჩემდა მომართ, და შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა (მეტანია).
უარისმყოფელნი მართმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა, და ზიარ-ჰყვენ წმიდისა შენისა კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნენ შენ, მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანის-გცენ (მეტანია).

ლოცვა გარდაცვალებულთათვის

მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა, მშობელთა ჩემთა (სახელები მათი), და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა, და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება (3-გზის და მეტანია)
დიდება... აწდა...
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 2338 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
სულ პასუხი: 4689
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz