ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:19 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 9 » იმერული ხაჭაპური საფუარიანი ცომით
6:34 PM
იმერული ხაჭაპური საფუარიანი ცომით

იმერული ხაჭაპური საფუარიანი ცომით

მასალა: 1 კგ ფქვილი, 700 გრამი ყველი, 2–3 სუფრის კოვზი საფუარი.

მომზადება: მოვზილოთ საფუარიანი ცომი, დავდგათ თბილ ადგილას, ცომი რომ გაფუვდება, დავჭრათ 6–7 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, თითოეულზე მოვათავსოთ დავშვნილი ჭყინტი ყველი და გავაბრტყელოთ, გამოვაცხოთ ჰაერღუმელში (ჯობს კეებზე). მზა ხაჭაპურს ზემოდან წავუსვათ კარაქი.

უმარტივესი ღვეზელის ცომი

მასალა: 200 გრამი დარბილებული კარაქი, 200 გრამი არაჟანი, 1 ან 2 კვერცხი, 3 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, მარილი.


მომზადება: კარაქს დავუმატოთ არაჟანი, კვერცხი, სოდა, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მასის 2/3 გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე. მოვაყაროთ დაჭრილი შაქარმოყრილი ვაშლი ან შაქრიანი ხაჭო, ყველი, მოთუშული კომბოსტო, ხორცის ფარში, ხახვში მოხრაკული კარტოფილი, მურაბა, ჯემი. ზემოდან დავადოთ ცომის 1/3 ნაწილი, წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ ღუმელში 25–30 წუთის განმავლობაში.

დატენილი კვერცხი

მასალა: 5 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი, 200 გრამი ყველი.

მომზადება: მაგრად მოხარშული კვერცხი ნაჭუჭიანად ფრთხილად დავჭრათ სიგრძეზე ორად. მთლიანად მოვაცილოთ მოხარშული ცილა და გული წვრილად დავკეპოთ.

ტაფაზე ორ სუფრის კოვზ ერბოში მოვხრაკოთ წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, კვერცხი, გემოვნებით შევკმახოთ მარილით და შავი პილპილით. გამზადებული სატენით ამოვავსოთ კვერცხის ნაჭუჭი. დავაწყოთ ტაფაზე, დაჭრილი პირით ზევით. მოვაყაროთ წვრილ სახეხზე გატარებული ქართული ან ჰოლანდიური ყველი და შევდგათ 10–15 წუთი ცხელ ღუმელში, შემდეგ ლამაზად დავაწყოთ თეფშებზე.

რაჭული ხაჭაპური

მასალა: 700 გრამი პურის ფქვილი, 400 გრამი ყველი, 2 კვერცხი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: მოვზილოთ ცომი, ამოვაგუნდაოთ, თითოეული გუნდა გავათხელოთ ოთხკუთხედად, შუაში დავაყაროთ კვერცხში არეული დაფშვნილი ყველი. ოთხივე კუთხე გადმოვკეცოთ (კონვერტივით), ზემოდან კვერცხი წავუსვათ და გამოვაცხოთ.

ყველის პუდინგი

მასალა: 500 გრამი არაჟანი, 7 კვერცხი, 350 გრამი ფქვილი, 250 გრამი ყველი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: კვერცხის გულები და მარილი ავსრისოთ, ნელ–ნელა ჩავამატოთ (თითო კოვზი) არაჟანი და ფქვილი, დავამატოთ გახეხილი ყველი, კარგად ათქვეფილი ცილა. ყველაფერი ფრთხილად ამოვურიოთ და ჩავასხათ ცხიმმოსმულ, ძირზე ქაღალდმოფენილ, საფანელმოყრილ ქვაბში, დავახუროთ თავსახური, შემოვდგათ ორთქლზე და ვხარშოთ 1 საათი. სუფრაზე მივიტანოთ გამდგარ კარაქთან ერთად.

ძროხის ხორცის გუფთა

მასალა: მოხარშული ძროხის ხორცი – 500 გრამი; კარტოფილი – 2 ცალი; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; კვერცხი – 2 ცალი; ერბო – 3 სუფრის კოვზი; დანაყილი ორცხობილა – რამდენიც დასჭირდება; მწვანილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისაგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის ბრტყელი გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაზე შევწვათ.

სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა.

შემწვარი თირკმელი

მასალა: თირკმელი – 1 კილოგრამი; კარაქი – 100 გრამი; კვერცხი – 3 ცალი; ხახვი – 4–5 თავი; ფქვილი – რამდენიც დასჭირდება; მწვანილი, ყვითელი ყვავილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

თირკმელი დავალბოთ წყალში ერთი საათით, შემოვაცალოთ ზედმეტი ქონი და კანი. დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ გაცხელებულ კარაქიან ტაფაზე. როდესაც კარგად გაწითლდება, ჩავალაგოთ ფართოძირიან ქვაბში, ზევიდან დავაყაროთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში, მარილთან ერთად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), გავხსნათ ხორცის წვენში და დავასხათ თირკმელს. ქვაბს დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ თავისივე ორთქლში. ასეთნაირად მომზადებული თირკმელი გადავიტანოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

ბადრიჯანი ტკბილი წიწაკით

მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; ტკბილი წიწაკა – 6 ცალი; ხახვი – 2–3 თავი; პამიდორი – 700–800 გრამი; მცენარეული ზეთი – 1 ჩაის ჭიქა; მწვანილი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ დავაშოროთ. ჩაის კოვზით გამოვაცალოთ თესლი.

ტკბილი წიწაკა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შიგ მარილი, დავჭრილი მწვანილი (ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ქინძი), აგრეთვე წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა, ნიორი და ხახვი. მწიფე, მაგარ პამიდორს კანი თხლად მოვაცილოთ, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მომზადებულ მასალაში. მიღებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯანი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მცენარეული ზეთი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ბადრიჯანი მზად არ იქნება.

ნამცხვარი ვაშლით ("ბანანი")

მასალა: კარაქი – 200 გრამი; ფქვილი – 3 ჩაის ჭიქა; არაჟანი – 1 ქილა (200 გრამი); სოდა – 1 ჩაის კოვზი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი; ვაშლი – 7–8 ცალი; ხაჭო – 200 გრამი; შაქრის ფხვნილი – 1 ჩაის ჭიქა; ვანილი – გემოვნებით.

200 გრამი კარაქი და 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი შევაზილოთ ერთმანეთს, დავასხათ 1 ქილა არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 28 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ გულსართი, შევახვიოთ, მივცეთ ბანანის ფორმა, დავალაგოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში. როცა გამოცხვება, ცხელსავე დავაცრათ შაქრის პუდრა.

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად:

ავიღოთ 7–8 ცალი ვაშლი (უმჯობესია "ანტონოვკა", ან რბილი ჯიშის ვაშლი), გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავუმატოთ 200 გრამი ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ავურიოთ კარგად და ისე გამოვიყენოთ.

ერბო–კვერცხი კომბოსტოთი

მასალა: კომბოსტო – 200 გრამი; კვერცხი – 3 ცალი; ერბო ან ზეთი – 2 სუფრის კოვზი; ხახვი – 1–2 თავი; არაჟანი, მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

კომბოსტო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე. დავახუროთ თავსახური და ნელ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ. შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი. კვლავ დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე, ვიდრე კვერცხი შეიწვება. გადმოდგმის დროს ზემოდან მოვაყაროთ შავი პილპილი და სუფრაზე მიტანის წინ შეიძლება მოვასხათ არაჟანი.
ნანახია: 2387 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 iverieli   (=]) [Entry]

აბა თქვენ იცით ! happy

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
სულ პასუხი: 4689
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz