სამშაბათი, 2024-11-12, 4:39 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 22 » კოსმოსური ლიფტი
10:02 PM
კოსმოსური ლიფტი
კოსმოსური ლიფტი 
დედამიწიდან კოსმოსში    



ადამიანის აუხდენელი ოცნება ოდითგანვე იყო კოსმოსში მოგზაურობა. დღესდღეობით ეს მხოლოდ მდიდარი ხალხის ხვედრია (რადგან 20 მილიონი $ ღირს). ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს კოსმოსური ლიფტის შექმნა. ამით მათ სურთ რომ კოსმოსში მოგზაურობა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახადონ. მისი დანიშნულება იქნება ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადატანა. კოსმოსური ლიფტი მეცნიერებს ბევრ პრობლემას მოუხსნის და გარკვეულ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებაც იქნება.
მისი შექმნის ალბათობა დღესაც ბევრ მეცნიერისთვის დაბალია,თუმცა ნასაში სხვაგვარად ფიქრობენ და სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. კოსმოსური ლიფტის ღერძი იქნება ათეულ ათასობით კმ სიგრძის ზეგამძლე და ამავდროულად მსუბუქი ბაგირი. ერთი ბოლო მობმული იქნება დედამიწის რომელიმე სადგურზე, მეორე ბოლო კი-ნასას ხელოვნურ თანამგზავრზე.

იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს გაუჩნდა რუს მეცნიერს კონსტანტინ ციოლკოვსკის , მას შემდეგ რაც ეიფელის კოშკი მოინახულა.

მაგრამ მეცნიერების წინაშე იდგა 2 მთავარი პრობლემა:
1. რა მასალის უნდა ყოფილიყო ბაგირი?
2. როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ბაგირის დაზიანება?


ცხადია, ბაგირის მასალად არ გამოდგებოდა ფოლადი და მსგავსი ლითონები, რადგან მისივე სიმძიმის გამო გადატყდებოდა. პლასტმასი და მისთანანი თავიდანვე გამოირიცხა.
მაგრამ მას შემდეგ რაც იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ნახშირბადის ე.წ. "ნანოტუბი", საქმემ წინ წაიწია.



1990 წელს ნასას ინჟინერს დევიდ სმიტერმანს თავში აზრად მოუვიდა,რომ ბაგირის მასალად სწორედ ეს ნანოტუბები გამოეყენებინათ. ზუსტად ის იყო,რაც სჭირდებოდათ: გამძლე, მსუბუქი და დასამზადებლად იაფი.

ბაგირის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ასეთი ამ მოიფიქრეს: დედამიწაზე მყოფი სადგური (რომელზეც ბაგირი იქნება მობმული), უნდა იყოს მოძრავი და საფრთხის (ანუ ე.წ. "კოსმოსური ნაგვის" ან რომელიმე თანამგზავრის) მოახლოებისთანავე უნდა გადაადგილოს ბაგირი და შესაბამისად ლიფტიც.

დღესდღეობით ამ პროექტის დამუშავება/წინ წაწევა/ განხორციელებაზე მუშაობენ წამყვანი ფიზიკოსები და ინჟინრები. ნასამ ათეულობით მილიარდი დოლარი გამოყო დასაფინანსებლად. როგორც მეცნიერები გვპირდებიან, კოსმოსური ლიფტის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება
ნანახია: 1700 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი დიზაინია??
სულ პასუხი: 797
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz