ხუთშაბათი, 2024-12-26, 1:57 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 9 » თმები თუ შეგითხელდათ
6:20 PM
თმები თუ შეგითხელდათ
მთელ მსოფლიოში მამაკაცების 66% და ქალების 38% განიცდიან თმის ძლიერ ცვენას, უმეტესობაში ადგილი აქვს მთლიან ან ნაწილობრივ გამელოტებას. შეიძლება თუ არა ამ სიტუაციაში გარდატეხის შეტანა?

ექიმები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ გამელოტების "ეპიდემიასთან" დაკავშირებით, რომელმაც არა მარტო მამაკაცები, არამედ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებიც მოიცვა. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის გამელოტების პრობლემა მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეხება.

თუ თქვენ შეგეხოთ მსგავსი მოვლენა, ნუ იჩქარებთ მიმართოთ გამელოტების საწინააღმდეგო სასწაულმოქმედ საშუალებებს, რომლებსაც რეკლამა გთავაზობთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოვარკვიოთ თმის ცვენის მიზეზები. ამისთვის თქვენ უნდა მიმართოთ პროფესიონალ ექიმ–ტრიქოლოგს.




მიზეზები შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანიც. გარეგანია: სტრესი, ინფექციები, თავის კანის ტრავმები, ხშირი და ხანგრძლივი ყოფნა სიცივეში თავსაბურის გარეშე. გარემომცველი გარემოს გაჭუჭყიანება, მჟავე წვიმები. ქიმიური რეაქტივების გავლენა: თმების ხშირი ქიმიური დახვევა, თმის უხარისხო საღებავების ხმარება, თმის გაშრობა ფენით დამცავი პრეპარატების გამოუყენებლად და სხვა.

შიდა მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ მიკროელემენტების დეფიციტი, როგორიცაა რკინა, თუთია, მარგანეცი, სელენი და სხვა, სერიოზული ქრონიკული დაავადებები, დასხივება, ზოგიერთი პრეპარატის მიღება (მაგალითად, სიმსივნის საწინააღმდეგო), აგრეთვე ჰორმონალური დარღვევები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

თუ თმები უბრალოდ შეთხელდა, ხოლო გამელოტება ჯერ არ არის, საქმე გვაქვს მიკროელემენტების ნაკლებობასთან. სინჯეთ ვიტამინებისა და ბიოდანამატების მიღება (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ), ხშირად თმები ცვივათ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის გამო. რძის პროდუქტების აქტიური მოხმარებით თმის საფარი აღდგება. კოსმეტოლოგების რჩევით, თმის ცვენის შემთხვევაში საჭიროა თავის დაბანა იშვიათად და თმის შეჭრა ხშირად.

მკვლევართა აზრით, რომ შევაჩეროთ თმის ცვენა, აუცილებელია ძირეულად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ეს კი არც ისე ადვილია.

არც ისე იშვიათად გამელოტების მიზეზები გენეტიკურია. ხშირად ადრეული ასაკიდან ადგილი აქვს თავზე თმის, წარბებისა და წამწამების არქონას, მამაკაცებს არ ეზრდებათ წვერები. მსგავსი პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ მათ ახლო ნათესავებსაც. აქამდე თვლიდნენ, რომ ამ მემკვიდრეობითი სენისაგან განკურნება შეუძლებელი იყო, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გამელოტების განსაკუთრებული გენი რფშკდუთთბ ამან ხელი შეუწყო პრობლემისადმი ახლებური მიდგომის შემუშავებას.

ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე კოლუმბიის ნიუ–იორკის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, სულ მალე სპეციალისტები ისწავლიან თმის ამოყვანასა და მოცილებას, აგრეთვე თმის შეღებვას მოცემულ ადგილებზე გენური ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

– უახლოესი 5 წლის განმავლობაში გამელოტების პრობლემები გადაწყვეტილი იქნება, – ამბობენ გამომგონებლები, – გენი რფშკდუთთ–ის ფუნქციების შესწავლა, ბოლოს და ბოლოს, საშუალებას მოგვცემს შევიმუშაოთ ამ დაავადების მკურნალობის ეფექტური ფორმები.
ნანახია: 1569 | დაამატა: iverieli | ტეგები: თმები | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი დიზაინია??
სულ პასუხი: 797
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 2
სტუმრები : 2
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz