ხუთშაბათი, 2024-12-12, 3:52 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » ”ვირჯინმა” სასეირნო წყალქვეშა ნავი წარმოადგინა
6:56 PM
”ვირჯინმა” სასეირნო წყალქვეშა ნავი წარმოადგინა
ჰოლდინგ ”ვირჯინის” ბრიტანელი მფლობელი რიჩარდ ბრენსონი არამარტო კოსმოსური ტურიზმითაა დაინტერესებული, არამედ წყალქვეშა სეირნობაც იზიდავს. ახლახანს მან კომპანია ”ჰოკს ოუშნ ტექნოლოჯიზთან” ერთად, ახალ წამოწყებას მოჰკიდა ხელი.

ორი კომპანიის ერთობლივი გარჯის შედეგი უნდა გახდეს სასეირნო წყალქვეშა ნავი ”ნეკერ ნაიმფი”, რომლითაც ”ვირჯინი”, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ ნეკერზე დასასვენებლად მისულ VIP სტუმრებს გაასეირნებს.

ამ წამოწყებაში, ბრენსონის კომპანიონია ”ჰოკს ოუშნ ტექნოლოჯიზის” დამაარსებელი და მფლობელი, ცნობილი ინჟინერი გრემ ჰოკსი, რომელმაც წყალქვეშა აპარატი დააპროექტა. ახალი აპარატი არის ეგრეთ წოდებული ”წყალქვეშა თვითმფრინავების” ევოლუციური ვერსია. ბრენსონის კომპანიისთვის შექმნილ წყალქვეშა ნავს ”დიპ ფლაით მერლინი” შეარქვეს.

სახელი ”წყალქვეშა თვითმფრინავი” ამ ტიპის წყალქვეშა ნავების კონსტრუქციიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივი წყალქვეშებისგან განსხვავებით, ამ ტიპის აპარატები ვერტიკალურ გადაადგილებას ფრთების მეშვეობით ახერხებენ, რითაც წყალქვეშა ფრენის ეფექტს ქმნიან. გაჩერების შემთხვევაში კი ისინი მაშინვე წყლის ზედაპირზე ამოდიან.

”ნეკერ ნაიმფი” სამადგილიანია, რომელთაგან მისი მართვა ნებისმიერი ადგილიდან, ჯოისტიკის მეშვეობით შეიძლება. უფრო საინტერესო ის ფაქტია, რომ მისი კაბინა ღიაა და ამიტომ, ამ ტრანსპორტით სარგებლობისთვია, პილოტს და მგზავრებს სპეციალური ეკიპირების ჩაცმა მოუწევთ. ამ მხრივ, ის წინამორბედი მსგავსი აპარატებისგან განსხვავდება, რომლებსაც გარე სამყაროსგან იზოლირებული კაბინები აქვთ.

”ნეკერ ნაიმფს” წყალქვეშ მაქსიმუმ 40 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია, ავტონომიურ რეჟიმში მისი ცურვის ხანგრძლივობა კი 2 საათია. ცურვის სიღრმის შესაბამისად, აპარატის სიჩქარე 2-5 კვანძს შორის მერყეობს. ის მოძრაობაში ელექტროზრავის მოჰყავს, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-ფოსფატის აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს.

”ნეკერ ნაიმფის” გაბარიტებია: სიგრძე 4.6 მეტრი, სიგანე 3.0 მეტრი და სიმაღლე 1.2 მეტრი. აპარატი მხოლოდ 750 კილოგრამს იწონის. ის ჟანგბადის ბალონებითაა აღჭურვილი, რომლიდანაც პილოტი და მგზავრები წყალქვეშ ყოფნისას ჟანგბადს ღებულობენ. დაკიდევ, ტურისტული საბმარინის კორპუსი შუშისა და კარბონის ბოჭკოების კომპოზიტისგანაა დამზადებული, ნავის კონსტრუქციაში კი ამ მასალების გარდა, ალუმინის, უჟანგავი ფოლადის, ასევე ლექსანისა და პოლიპროპილენისგან დამზადებული დეტალები გამოიყენეს.

მსურველებს ”ნეკერ ნაიმფით” ერთი კვირით სარგებლობა 25 000 დოლარი დაუჯდებათ. წყალქვეშას სტარტის აღება შეუძლია როგორც ნაპირიდან, ასევე სპეციალურ კატამარან ”ნკერ ბელიდან”. წყალქვეშა ნავის პილოტირება ნებისმიერს შეუძლია. ოღონდ, ამისათვის სპციალური სერტიფიკატის აღებაა საჭირო.
ნანახია: 1574 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 2
სტუმრები : 2
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz