შაბათი, 2024-12-07, 2:59 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » თებერვალი » 22 » გელათი
5:15 PM
გელათი
გელათი



ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი � გელათის მონასტერი.გელათში მისასვლელი გზატკეცილი თავდაპირველად გადაჭრის მოწამეთის მაღლობს, შემდეგ კი ეშვება წყალწითელის ხეობისკენ. აქედან კი ის უერთდება ქვის გალავნით შემოზღუდულ მონასტერს. კარიბჭის მიღმა კი აღმართულია ხუროთმოძღვრული ანსამბლი: მთავარი ტაძარი, შედარებით მცირე მოცულობის წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესია, წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა, ოდნავ მოშორებით წყაროს თავზე აღმართულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძრისა და წმ.ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა. გალავნის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია მონასტრის ადრინდელი ორსართულიანი შესასვლელი, სადაც დაკრძალულია დავით აღმაშებნებელი.

გელათის მონასტერს საფუძველი ჩაეყარა XII საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდს განსაკუთრებული ადგილი აქვს საქართველოს ისტორიაში. გელათის მონასტრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით..

ღვთიშობლის მთავარი ტაძარი გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვრული გაფორმებითა და მნიშვნელობით გამოირჩევა.

ტაძრის შენება დაიწყო დავით აღმაშენებელმა და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.

შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ, ადგილობრივი კირქვა, კედლებისთვის � რიყის ქვა და დუღაბი. შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ, დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა. ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავარი ტაძარი, დეკორის თვალსაზრისით გარედან დასრულებული არ არის. ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია. გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, რომელიც ფართო თაღებით უერთდება ტაძრის დასავლეთის კედელს. ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა, სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები: დავით აღმაშენებელი, გამოსახულია მთელი ტანით, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში სიგელის გრაგნილი. დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე, მის გვერდით იმერეთის მეფე ბაგრატ III და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე, მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან დაკრძალულია სოლომონ I იმერეთის მეფე. ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მინაშენს უკავშირებს თამარ მეფის სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართება თამარ მეფის მოსახსენიებელი პარაკლისი. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: - `თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო~.

წმინდა გიორგის ეკლესია მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას. XII საუკუნეში აგებული. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა � მრგვალი სვეტები. რომელთა ხაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს.

წმ.გიორგის ეკლესია თურქთა შემოსევის შემდეგ დაზიანდა და 1510 წელს ბაგრატ III განაახლა.

წმ.ნიკოლოზის ეკლესია მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. პირველი სართული უერთდება მეორეს ქვის კიბით.

სამრეკლო. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პიველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე ღია სარკმლიანი გუმბათი შედარებით გვიანდელი (XIV ს.). პიველი ღია თაღებით შეკრულ სართულზე გამოყვანილია წყაროს წყალი.

დავით აღმაშენებლის საფლავი მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიან გრძელ შენობაშია. საფლავს ზემოდან უზარმაზარი ქვა ადევს წარწერით: - `ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მონავს ამას დავემკვიდრო მე~. მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონდა რკინის კარი, იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი და გელათის მონასტრისთვის უბოძებია. კარის გადარჩენილ ნახევარზე არაბული წარწერაა, სადაც აღნიშნულია შემკვეთი, ოსტატი და დამზადების თარიღი.

აკადემიის შენობა. XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება დაკავშირებულია დავით აღმაშენებლია მოღვაწეობასთან, კერძოდ გელათის მონასტრის და აკადემიის დაარსებასთან.

გელათში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ფილოსოფიური ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიოსის, პროკლე დიადოხოსის თხზულებანი. არსენ იყალთოელის მიერ `დიდი სჯულის კანონი~, და სხვა. გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც ძალიან კარგი ნამუშევარია.

აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა ოთხ ბოძს. ერთ ბოძზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთის შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა, წყალწითელას ხეობისკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმლით უზრუნველყოფს კარგ განათებას. მონასტრის აღმოსავლეთით არის ნანგრევები, რომელიც სოხასტერის სახელწოდებითაა ცნობილი, მკვლევარები ვარაუდობენ იქ ქსენონის არსებობას. გელათის მონასტრის გალავნის გარშემო არის საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა.

გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართველი ერის კულტურის საგანძურში.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 2050 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz