თუ მოძღვარმა რამდენიმე ხნით განგაყენათ ზიარებისაგან, მორჩილად უნდა დაჰყვეთ მის ლოცვა-კურთხევას და არ უნდა ეძიოთ სხვა მოძღვარი, რომელიც, თქვენი აზრით, უფრო იოლად შეგიწყნარებთ. ცოდვებს, რომლებიც ერთხელ მოინანიეთ და შემდგომში აღარ გაგიმეორებიათ (აბორტი, მკითხაობა, ტყუილზე ფიცი), აღსარებაში აღარ იმეორებთ. შეიძლება თავი შეიკავოთ ცოდვისაგან, მაგრამ მათკენ მიდრეკილება ყოველთვის გექნებათ, ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა ვინანიებდეთ მათ და ხშირად ვემზადებოდეთ წმიდა ზიარებისათვის. მხოლოდ ეკლესიაში, ღვთის სახლში შეიძლება აღესრულოს ჭეშმარიტი განკურნება. საერთოდ, ქრისტიანის ზიარების სიხშირე მოძღვრის კურთხევაზეა დამოკიდებული. ზოგი ძალზე იშვიათად ეზიარება იმ მოტივით, რომ თავს უღირსად თვლის. ეს არასწორი პოზიციაა, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ განიწმინდოს ღმერთის წინაშე, იგი ზიარების ღირსი თავისთავად მაინც ვერ იქნება. უფალმა ჩვენ ქრისტეს წმინდა საიდუმლო იმიტომ კი არ მოგვმადლა, რომ ვიმსახურებდით მას, არამედ - თავისი დაცემული ქმნილებისადმი მოწყალებისა და სიყვარულის გამო. ქრისტიანი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებას სულიერი ღვაწლისათვის დამსახურებულ საზღაურად კი არ უნდა იღებდეს, არამედ როგორც მოყვარული ზეციური მამის წინასწარ საჩუქარს, რომელიც მან უნდა გაამართლოს და მიიღოს როგორც სულისა და სხეულის განმწმენდი საშუალება. ეზიარება მონა ღმრთისა ... პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ". ამ ლოცვას ღმრთისმსახური წარმოთქვამს, როდესაც ქრისტიანს წმიდა საიდუმლოსთან აზიარებს და თუ მაზიარებელი გულმოდგინედ მოემზადა ამ უდიდეს მადლთან შესახვედრად, ის ადამიანის მთელ არსებას გარდატეხს და მარადიული ცხოვრების ღირსად ხდის მას. იმისათვის, რომ ზიარებისათვის |მზად იყოს", ქრისტიანმა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმარხულოს და წაიკითხოს საგანგებო ლოცვები. მომზადება იმას გულისხმობს, რომ მან უნდა გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას - გაიხსენოს ყველა ცოდვა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუნანიებია, ყველას შეუნდოს და თვითონაც პატიება ითხოვოს ყველასგან, უშუალოდ ზიარების წინ აღსარება თქვას და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი საზიარებლად არაწმინდა გულით მიდის, თუ შური, წყენა და სხვა სულიერი უწმინდურებანი არ განუშორებია, მას, როგორც წმიდა სისხლისა და ხორცის შეურაცხმყოფელს, ზიარება ხსნას კი არ მოუტანს, არამედ მარადიულ სატანჯველს მოუვლენს სასჯელად. ზიარებისთვის მზადება პირობითად შეიძლება დავყოთ: 1. აღსარების ჩაბარება სულიერ მოძღვართან; 2. ზიარების წინა დღეს საღამოს ლოცვაზე დასწრება; 3. საღამოს ლოცვის შემდეგ საღმრთო ლიტურგიამდე (წირვამდე) ზიარების წინა საგანგებო ლოცვის წაკითხვა; ზიარების შემდეგ ვკითხულობთ სამადლობელ ლოცვას.
|