ჯოჯოხეთი და სამოთხე
ჰოჲ, ადამიანო, უეჭველად უკვდავო!
რომც არ ფიქრობდე მასზე, რომც არ გინდოდეს იგი! ერიდე დაივიწყო შენი უკვდავება, რათა უკვდავების დავიწყება შენი მოკვდავი ცხოვრებისთვისაც სიკვდილისმომტან სამსალად არ იქცეს და რათა შენგან დავიწყებულმა უკვდავებამ არ მოგკლას შენ საუკუნოდ, თუკი იგი შენ, მის არმომლოდინესა და განუმზადებელს, უეცრად თავს დაგადგება.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი
და წარვიდეს ცოდვილნი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხორებასა საუკუნესა (მათე 25,46)
წინათქმად იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, ღირსი აღათონი სამი დღე და ღამე თვალმოუცილებლად უცქერდა ცას. მის სასიკვდინე სარეცელთან მყოფი ძმები გაკვირვებით დაეკითხნენ: |ასე რას შესცქერ, ამბა?" - |ქრისტეს სამსჯავროზე ვარ წარმდგარი", - უპასუხა აღათონმა. |ნუთუ შენც, ჰოჲ ღვთის კაცო, გაშინებს სამსჯავრო?" - კვლავ დაეკითხნენ მონაზვნები. |რამდენიც შევძელ, ვიცავდი უფლის მცნებებს, - მიუგო მათ ბერმა, - მაგრამ როგორც ადამიანმა, განა შეიძლება ვიცოდე, რომ სავსებით სათნო-ვეყავ ღმერთს?" - |ამბა, - შეეპასუხნენ ბერები, - შენ შეგიძლია იმედი გქონდეს შენი კეთილი საქმეების გამო". - |არ მაქვს იმედი, ვიდრე არ ვიხილავ თავად უფალს, - ამოოხვრით უპასუხა მათ აღათონმა, - რამეთუ ღვთიური სამსჯავრო არ ჰგავს ადამიანურს".
მართლაცდა, ჩვენს ცხოვრებაში იმდენად ბევრი საცდურია, გონება იმდენად სუსტია, ხოლო გული ისეთი ცვალებადი, რომ მართალიც კი ძნელად ცხონდება
მით უფრო, ჩვენ ცოდვილებს უნდა გვახსოვდეს ღვთიური სამსჯავრო.
ჯოჯოხეთური სატანჯველი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით ხილვები ცოდვილთა იმქვეყნიურ ხვედრზე
სამოთხის ნეტარებანი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლების მიხედვით სამოთხისეულ ნეტარებათა ხილვა
ბოლოთქმა სულთა იმქვეყნიური მდგომარეობა შემდგომად სხეულის სიკვდილისა არაა საბოლოო. საბოლოო საზღაურს ისინი მხოლოდ საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს შემდეგ მიიღებენ. ცნობილია, რომ სიკვდილის შემდგომ აღარაა სინანული (ფსალმუნი 6,6). მაგრამ წმინდა ეკლესია ფხიზლობს თავისი გარდაცვლილი შვილებისთვისაც და აცილებს რა მათ ამ სოფლიდან ლოცვა-კურთხევით, არც ამის შემდგომ წყვეტს მათთვის შუამდგომლობას, რათა იხსნას ისინი ღმერთმა საუკუნო სატანჯველისგან. ქრისტეს ეკლესიის სწავლების მიხედვით, რომელიც შესაბამისობაშია წმიდა წერილთან და დამოწმებული ისტორიის უტყუარი მოწმობით, მიცვალებულთათვის აღსრულებულ მოსახსენებელს, მართლაცდა დიდი სარგებლობა მოაქვს მათთვის, განსწმენდს მათ ცოდვებს, უმსუბუქებს ტანჯვას, მიაახლოვებს ზეციურ სასუფეველს. შესვენებულთა მოხსენება მდგომარეობს მათთვის ლოცვაში, როგორც საშინაო, ასევე და განსაკუთრებით - საეკლესიოში, მეტადრე საღმრთო ლიტურღიაზე უსისხლო მსხვერპლშეწირვასთან დართულად და ამასთან მათი სულის საოხად გაწეულ მოწყალებაში. |როდესაც მთელი მრევლი და სამღვდელო დასი ხელაპყრობით დგას და როცა წინადაგების ძღვენი ძევს წმიდა ტრაპეზზე, როგორ არ შეისმენს ღმერთი, ვევედრებით რა მიცვალებულთათვის?" - კითხულობს წმინდა იოანე ოქროპირი (საუბარი 4 კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეზე). |პატივი მიაგე გარდაცვლილს მოწყალების გაცემითა და ქველმოქმედებით, რამეთუ ეს მის საუკუნო ტანჯვისაგან დახსნას ემსახურება", - წერს იგივე წმინდა მამა (საუბარი 4 იოანესგან სახარებაზე). განსაკუთრებით მაცხოვნებელია მიცვალებულთათვის ლოცვა უსისხლო მსხვერპლშეწირვის ჟამს, როდესაც სეფისკვერიდან მიცვალებულთა სახელზე ამოღებულ ნაწილს ჩაუშვებენ ქრისტეს ცხოველსმყოფელ სისხლში, რომლის დროსაც მღვდელმოქმედი ხუცესი წარმოსთქვამს: |მოიხსენე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთანი პატიოსნითა სისხლითა შენითა, ლოცვითა წმინდათა შენთათა"... ძალა ასეთი მოხსენიებისა უდიდესი და მაცხოვნებელია, რამეთუ სისხლი იესუ ქრისტესი განსწმენდს ყოველთაგან ცოდვათა. ამინ.
|