[სტუდია GNS] 9 აპრილამდე ერთი დღე რჩება. “კვირის რეპორტაჟი” არკვევს როგორია განწყობა ქართულ ჯარში, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. რატომ გაძლიერდა სამხედროების მოძრაობა პრეზიდენტის რეზიდენციებთან შავნაბადასა და ბობოყვათში?
რა პროგნოზებს აკეთებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, და რა პროვოკაციას ელოდებიან ახალგორში მცხოვრები ქართველები ნახეთ სტუდია GNS-ის სიუჟეტში.
აგვისტოს ომის შედეგები, რომელიც დღემდე გრძელდება – 4 ქართველი ჯარისკაცის ისტორია, რომლებიც უკვე 7 თვეა მაროდიორობის ბრალდებით არიან დაკავებულნი და მძიმე განაჩენს ელოდებიან. არის თუ არა დანაშაული, როდესაც ჯარისკაცს მიტოვებული სამხედრო ბაზიდან საკუთარი ნივთები მოაქვს?
იმედი დარსალია მოგითხრობთ საქმეზე, რომელშიც დაზარალებულები არ არსებობენ და ჯარისკაცებზე, რომლებსაც მაროდიორობისთვის გასამართლებას ომში სიკვდილი ურჩევნიათ.
შესაძლოა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოებამ ომის დაწყებაში დასდოს ბრალი. გერმანული შპიგელის სტატია “კვირის რეპორტაჟში”, რომელშიც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის მომავალ დასკვნაზეა საუბარი. ამ დასკვნის მიხედვით სამხედრო აგრესია ცხინვალში სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო. ასევე თქვენ შეიტყობთ, რა დოკუმენტს ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირის კომისია და რატომ ამბობს მთავრობა უარს ამ დოკუმენტის გადაცემაზე.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ჯართად იყიდება. თეონა გეგენავა მოგითხრობთ რა ხდება დღეს ერთ დროს ყველა წარმატებულ საწარმოში, რომელშიც უკვე 10 წელია ფოლადს ვეღარ ადნობენ. მეტალურგები კომბინატის ამჟამინდელ მფლობელს ჯოზეფ კეის ბრალდებებს უყენებენ, ბადრი პატარკაციშვილი ოჯახი კი კეის მეტალურგიული კომბინატის მითვისების გამო უჩივის.