პარასკევი, 2024-11-22, 3:47 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » აპრილი » 9 » პოლიციელები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
4:38 PM
პოლიციელები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
 
 
21:33 06.04.2009
 
 

[ნინო მიქიაშვილი]
დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სამართალდამცავები, მოძრაობა ”რატომ?”-ს წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ გაზეთ ”ვერსიის” ჟურნალისტს ნინო კომახიძეს და ამავე მედიასაშუალების ფოტოკორესპონდენტს ანი ხავთასს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომხდარი დარბევის დეტალებზე პრესა.გე ნინო ხავთასს ტელეფონით ესაუბრა.

ნინო კომახიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, პირველ საათზე   ახლადშექმნილი მოძრაობის ”რატომ?” აქცია დაიწყო. მოძრაობის წევრები არხის ხელმძღვანელობისგან ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციის - ფინანსური ანგარიშების წარდგენას. საუბარი იყო ყუბანეიშვილთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტზე.

ამ აქციაზე ვიყავით დაახლოებით ათი ჟურნალისტი, მოძრაობა ”რატომ?”-ის 50-ზე აქტივისტი და ასამდე სამართალდამცავი. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და თქვეს, რომ არ შეიძლება მოძრაობა ”რატომ?”-ის ლოგოების, წებოვანი პროკლამაციების (ე.წ. სტიკერების) კედელზე მიწებება,  ასფალტზე დაწერა და ა.შ.

მიუხედავად ამისა, მოძრაობის წევრებმა რამდენიმე ასეთი აქტივობა გააკეთეს და აქციის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, ანუ ორის წუთებზე დაძაბულობა დაიწყო.

ამ დროს ჟურნალისტები იდექით და აკვირდებოდით რა ხდებოდა?
- ამ დროს ჟურნალისტების ნაწილი გაიფანტა. ეს იყო სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება. სამართალდამცავები პირდაპირ ხელისკვრით გადავიდნენ აქტივისტების დაშლაზე და მათი კიბეებზე დაგორება დაიწყეს, წიხლებს ურტყამდნენ. ”რატომ?”-ის ერთ-ერთმა აქტივისტმა სერიოზული ფიზიკური დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარებაც კი გამოიძახეს. სამართალდამცავების მხრიდან ასეთი შეტევა 3-ჯერ  გამეორდა - 2-ჯერ კიბეებიდან დაგორება და მესამედ, როცა აქტივისტები გზაზე გადასვლას შეეცადნენ, მათ პოლიციელები გაეკიდნენ. 4 ადამიანი დააკავეს, საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს  და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

აქციის დარბევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ?
- დიახ და, როგორც გითხარით, ასამდე იყვნენ. გარდა ამისა, ”რეინჯერთა” სამსახური ძალიან ოპერატიულად მოვიდა. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური ზეწოლა უშუალოდ ჩვენზე - ”ვერსიის” ჟურნალისტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა, ”ვერსიის” ლოგოთი, გვქონდა დიქტოფონი, ფოტოაპარატი.

როგორც ”რატომ?”-ის აქტივისტებს უსწორდებოდნენ, ისე გვექცეოდნენ ჩვენც. ყურს მიღმა ატარებდნენ ჩვენს ყვირილს - ნუ გვირტყამთ, ჟურნალისტები ვართ! რატომ ურტყამთ აქტივისტებს?! ვთხოვდით, თავი დაენებებინათ ჩვენთვის, ისევე, როგორც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის. ჩვენც ისეთივე ფიზიკური დაზიანება მივიღეთ, როგორიც აქტივისტებმა.

მხოლოდ ”ვერსიის” ჟურნალისტებმა თუ სხვებმაც?
- აქ უკვე ლაპარაკია ”ვერსიის” ჟურნალისტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდით, სადაც არ იყო, არც ერთი ტელეკამერა. ჩვენმა ფოტოკორესპონდენტმა დააფიქსირა ის სახეები, რომლებმაც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს. გამომდინარე აქედან, ფოტოკორესპონდენტს უთხრეს - პატრულის მანქანაში შენც ჩაჯდები და ამ აქტივისტებს გაყვებიო, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ და მათ თავი დავაღწიეთ. შესაბამისად, ის კადრები გადავარჩინეთ, რომელზეც აღბეჭდილია უშუალოდ ჩვენზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. გარდა ამისა, გვაქვს უამრავი კადრი, სადაც ჩანს თუ როგორ ჰყავთ წრეში მოქცეული ძირს დაგდებული აქტივისტი და როგორ ურტყამს მას ათამდე პოლიციელი.

ამ დროს იქ იყვნენ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები - გრიგალაშვილი, გეგეჭკორი?
- დღევანდელ დარბევას უშუალოდ ხელმძღვანელობდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი. უშუალოდ იგი იძლეოდა ბრძანებებს - ”შენ იქ წახვალ, შენ ამდენ ადამიანს გააჩერებ, შენ იმდენს მოიყვან” და ა.შ.

ხედავდა გეგეჭკორი როგორ ურტყამდნენ ჟურნალისტებს?
- რას ჰქვია ხედავდა?! მე ამ ადამიანს პირადად ვიცნობ, შესაბამისად - ისიც მიცნობს. მან იცოდა ვისზე და რაზე მიდიოდა. ის ამას ძალიან კარგად ხედავდა. უშუალოდ ჩემს თავზე ვლაპარაკობ. ყველამ კარგად იცოდა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლა ხდებოდა.

კატეგორია: News | ნანახია: 1436 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz