სამშაბათი, 2024-10-08, 5:48 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » მაისი » 25 » იოანე ზოსიმე - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
10:17 PM
იოანე ზოსიმე - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
იოანე ზოსიმე X ს.
 
პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი.

პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი.

მოღვაწეობდა ჯერ პალესტინაში, წმ. საბას ლავრაში, შემდეგ–სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო.

საბაწმინდის ლავრაში შეადგინა ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. მასში შესულია უძველესი ქართული იადგარი („საგალობელნი იადგარნი“), უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი „კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ“, რომლის შესადგენად იოანე ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმინდის კალენდრები და სხვა.

იოანე ზოსიმეს სახელს უკავშირდება კრებული–„მცირე იადგარი“, რომლის მეორე ნაწილი მთლიანად მის მიერაა დაწერილი. იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს, თუმცა იოანე ზოსიმემ ქართულ მწერლობაში სახელი დაიმკვიდრა , პირველ რიგში, როგორც პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, როცა ტაო–კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას და როდესაც უკვე იგრძნობოდა ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაცია.  ყოველივე ეს სიხარულით აღავსებს იოანეს და ქებათა ქებას უძღვნის ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა... მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა... რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ავტორის ღრმა რწმენით  „ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“. ავტორს ჩამოთვლილი აქვს ქრისტიანული სიმბოლიკები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხსნის ქართული ენის მესიანისტური კონცეფციის ეზოთერულ საფუძველს. მიუხედავად მრავალი მეცნიერის მცდელობისა, ყველა სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ მოხერხდა, თუმცა ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა საღმრთო ენაა, რომელიც წმინდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე. 

ნანახია: 4211 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.8/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz