იოანე ზოსიმე
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არია ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.
და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან, რამეთუ ნწელი ათასი, ვითარცა ერთი დღენ, -
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათესსა წილი ზის, რომელ ასოი არს და იტყვის ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა; - და ესე არს ოთხი დღე, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მამისაითა.
და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც-და-ათოთხმეტი წელი უმეტეს სხუათა ენათა ქრისტეს მოსლვითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაი.