სამშაბათი, 2024-11-12, 4:31 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 16

  მამლუქი
  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ფილმის შინაარსი:
თანასოფლელ ბიჭუნებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაჰყიდიან... გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი... მას მაჰმუდს შეარქმევენ და უებრო მეომრად აღზრდიან... წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ... გადის დრო... სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს... ხვიჩა - მაჰმუდის თვალწინ სამშობლოში გატარებული ბავშვობის ეპიზოდები აღდგება... იგი ვენეციელში თანასოფლელ გოჩას ამოიცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები ღალატად ჩაუთვლიან და იქვე მოკლავენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სამოთხის გვრიტები
ჟანრი: მამლუქი
წელი: 1958
რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე
როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალიბეი), ლია ელიავა (ცირა–ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ვენეციელი მხედარი), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (მზეხა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე, ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული
კატეგორია: ფილმები, ქართული ფილმები
დამატების თარიღი: 11 მაი 2009
Views: 1384 | Added by: iverieli | Date: 2009-11-16 | Comments (0)


  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა
  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა. ცარიზმი დაემხო. ქვეყანაში ვითარება ძალიან შეიცვალა. მმართველობა ხელში აიღო მენშევიკურმა პარტიამ. ქართული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ავტონომიაზე ალაპარაკდნენ. მათ სურდათ, ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციაში ფართო ავტონომიური უფლებები ჰქონოდა. მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში ვ. ლენინის ხელმძღვანელობით რუსეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა. ამჯერად მენშევიკური მთავრობა ბოლშევიკურმა შეცვალა. ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლშევიკური გადატრიალება არ ცნეს და საქართველოს რუსეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის ლოზუნგით გამოვიდნენ.

თავიდან შეიქმნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთიანი დამოუკიდებელი ფედერალური რესპუბლიკა, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ინტერესები იმდენად განსხვავდებოდა, გაერთიანება მალევე დაიშალა. იმავე დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ეწერა:

„- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.

- საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა".

(   დანარჩენი   „სრულად ნახვა"-ში   .... )
Views: 11531 | Added by: iverieli | Date: 2009-11-16 | Comments (2)


ფილადელფოს კიკნაძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა დაარღვია რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულება და გამოსცა მანიფესტი რუსეთთან საქართველოს შეერთების შესახებ. ამის შედეგად რუსეთმა მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და განახორციელა მისი სრული ანექსია*. მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს გამოუცხადეს თბილისის სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ თავადაზნაურობას. სიონის ტაძარს კი რუსთა სამხედრო ნაწილები შემოარტყეს, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იარაღით ჩაეხშოთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ქართველები არ შეგუებიან და ბევრჯერ სცადეს რუსეთის მონობის უღლის მოშორება. ასეთი ცდა გახლდათ 1832 წლის შეთქმულება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სასულიერო პირი ფილადელფოს კიკნაძე.


(   დანარჩენი   „სრულად ნახვა"-ში   .... )
Category: რელიგია | Views: 2354 | Added by: iverieli | Date: 2009-11-16 | Comments (1)

სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ დიზაინი?
სულ პასუხი: 4689
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz