ხუთშაბათი, 2024-04-18, 5:18 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2010 » მარტი » 16

ტელეკომპანია "იმედის” ეთერით დღეს "ქრონიკის” "მოდელირებული გამოშვება” გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ.
ტელეკომპანია "იმედის” ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

რამაც საქართველოში სერიოზული პანიკა გამოიწვია

სასწრაფო დახმარების სადგური თითქმის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რადგან რეკორდულად იმატა გამოძახებების რიცხვმა.
სასწრაფო სამსახურის მონაცემებით, იმატა გამოძახებებმა, რადგან ბავშვებს დაემართათ კრუნჩხვა, არის ინფარქტებისა და გონების დაკარგვის მრავალი შემთხვევა.

როგორც შიდა ქართლიდან "ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, გორელების უმრავლესობამ სახლები დატოვა და ქუჩაში გამოვიდა.
რიგები გაჩნდა ბენზინგასამართ სადგურებთან, სადაც მოქალაქეები ბენზინის მომარაგებას ცდილობდნენ. კონლიქტისპირა სოფლებიდან კი, ქალებისა და ბავშვების გახიზვნა დაიწყეს.
"ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, ვითარებაში გარკვევა ადგილობრივ ხელისუფლებასაც გაუჭირდა. ერთადერთი, ვინც საგანგებო რეჟიმზე არ გადასულა, ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტები იუწყებიან, გადაცემამ ყველგან მეტ-ნაკლები პანიკა გამოიწვია.

სიუჟეტმა ფოთელების უმრავლესობა ქუჩაში გამოიყვანა. მოსახლეობაში პანიკაა.
ფოთელები ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე განმარტებას ადგილობრივი ჟურნალისტებისგან ითხოვენ. მათი უმრავლესობა, სატელეფონო საუბრებში "იმედის” მაუწყებლობის გათიშვას მოითხოვს.
ქალაქში იმატა სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებებმა.
საკუთარი ნეგატიურ დამოკიდებულებას ეთერში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ფოთელები ხვალ აქციაზე გააპროტესტებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია და საზოგადოებაში” აცხადებენ, აქციის გამართვის ინიციატივა მოსახლეობისგან წამოვიდა.

ამ დრისთვის ტელეკომპანია "იმედის” შენობასთან, ლუბლიანას ქუჩის მხრიდან მოძრაობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია.
ტელეკომპანიასთან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მოსახლეობა და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან.
ლუბლიანას ქუჩაზე უკვე იმყოფებიან ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, ვიქტორ დოლიძე, ნიკა ივანიშვილი და სახვები.
აღსანიშნავია, რომ ხალხი გადაცემის მონაწილეებს, რომლებმაც "ქრონიკის” დღევანდელი გამოშვება არ გააპროტესტეს, საკმაოდ აგრესიულად ხვდება.

გადაცემამ საქართველოს პრეზიდენტის საყვედური დაიმსახურა.
გადაცემის განხილვისას განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააკეთა და განმარტა, რომ გადაცემაში თავად პრეზიდენტის თხოვნით მივიდა.
მანჯგალაძის თქმით, მედია თავისუფალია და ჟურნალისტებსაც აქვთ თავისუფლება, თუმცა მიაჩნია, რომ სტანდარტები დაცული უნდა იყოს.
"როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, აუცილებელია, ეთერში მსვლელობისას გამაფრთხილებელი წარწერა იყოს”,-აღნიშნა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით მათ მიმართ გაუფრთხილებლობა არ შეიძლება.
მანანა მანჯგალაძე გადაცემის ერთ კონრეტულ დეტალსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, თითქოს ქართული არმიის ნაწილი მტრის მხარეს გადავიდა.
მისი განცხადებით, ეს ნაწილი იქნებოდა საკმაოდ შეურაცხმყოფელი იმ ჯარისკაცებისთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა.
"მათ მიმართ ბოდიში გვექნება მოსახდელი", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ, რომელიც ამ განცხადებისას კეთებისას საკმაოდ ღელავდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დასძინა, რომ გადაცემაში მოყვანილი სიუჟეტი იყო იმიტაცია და მსგავსი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება.


Views: 1841 | Added by: giorgik | Date: 2010-03-16 | Comments (0)

სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ლოგინი:
პაროლი:
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz