შაბათი, 2024-12-07, 2:47 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » თებერვალი » 22 » ვარძია
5:21 PM
ვარძია
ვარძია




სამონასტრო ანსამბლი რომელიც 1156-1203 წლებში დაარსდა,1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. ეს სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცა. ერთხანს აქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქვე შეთხზა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობრობა იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მოლღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 ვარძიის მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, ვარძია საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შედეგად ვარძიის მონასტერი კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ვარძიის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წ.წ ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა სამი კულტურული ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეებისა. გათხრების შედეგად აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა ნივთი და იარაღი.

ვარძიის სამონასტრო ანსამბლი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. ვარძიის გამოქვაბული კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე, გიორგი III-ის მეფობის წლებში (1156-1184), შემუშავდა გეგმა და გამოიკვეთა პირველი სენაკები ეკლესიითურთ. მეორე ეტაპზე (1184-1185) არსებული გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. თამარის მითითებით ჩატარდა მონასტრის ცენტრის რეკონსტრუქცია, კლდეში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი სტოა-პორტიკით. ტაძარი მოხატა მხატვარმა გიორგიმ და მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. მესამე ეტაპზე (1185-1203) დამთავრდა სათავსებისა და მონაზონთა სენაკების, აგრეთვე თავდაცვითი და საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. მეოთხე ეტაპი დაკავშირებულია 1283 მიწისძვრასთან. აქ ბექა ჯაყელი-ციხისჯვრელის ათაბაგობის ხანაში (1285-1306) ააგეს ორთაღიანი ნაგებობა სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი მოჩუქურთმებული სამრეკლო. მშენებლობის მეხუთე ეტაპზე, ივანე ათაბაგის დროს, შეიქმნა დიდი სატრაპეზო.

ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთის მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრიცი პალატები 2-3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში, საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული. ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშნები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისთვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის. მერხები, კერა და სხვა, ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტია). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოხატულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. თამარის აქაური პორტრეტი უადრესია, იგი აქ ჯერ კიდევ გათხოვებამდეა გამოსახული. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ვარძიის ფრესკაზე არ ჩანს თამარის ძე გიორგი-ლაშა რომლის პორტრეტებსაც იმ პერიოდის საეკლესიო პორტრეტულ ჯგუფებში თითქმის ყველგან ვხვდებით თამართან ერთად.

ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ნიმუშია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის მას ორმაგად უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია ზუსტი დათარიღების გამო.

ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვარძიის მთელ ანსამბლში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობია დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში, ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი 1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი".
 
Увеличенное изображение  
 
Увеличенное изображение  
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 3535 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 5
0  
5 გიორგი   (=]) [Entry]

:*

* გ
0  
4 dako-11   (=]) [Entry]

magadiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

* გ
0  
3 nato   (=]) [Entry]

good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good good

* გ
0  
2 nana   (=]) [Entry]

:) :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :) :) :) :) :) :) :) :) :) მაგარია და ძან ლამაზი

* გ
0  
1 თათია   (=]) [Entry]

მე ძაან მიყვარს ეს სოფელი ძაან მიყვარს :* :* :* :* :* :* :) :) :) :) :) :) ;) ;) ;) ;) ;) :D :D :D :D :D blush blush blush blush blush blush hi hi hi hi lul lul lul

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz