პარასკევი, 2024-11-22, 4:52 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » აპრილი » 9 » თამარ მეფე -თამარის გამეფება
2:11 AM
თამარ მეფე -თამარის გამეფება
 

თამარ მეფე

(მცირეოდენი შემოკლებით)

დემნა უფლისწულის ამბავი

თამარი დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი იყო. მამამისმა, მეფე გიორგი მესამემ, ქართველთა ლაშქარს მრავალჯერ გაუმარჯვა, ქვეყანას დავითისეული ძლევა და დიდება შეუნარჩუნა, განამტკიცა და გააძლიერა იგი.

გიორგის ჰყავდა ძმისშვილი - დემნა უფლისწული. მამისა და პაპის გარდაცვალების შემდეგ მეფობა სწორედ დემნას ეკუთვნოდა. ამიტომაც, როცა წამოიზარდა, ტახტი მოითხოვა. გიორგიმ ტახტი არ დათმო. დემნამ და მისმა სიმამრმა საქართველოს ამირსპასალარმა, ანუ მხედართმთავარმა იოანე ორბელმა გადაწყვიტეს, რომ გიორგი ძალით გადაეგდოთ. დაშქარი გიორგიმაც შეკრიბა.

აჯანყებულები ლორეს ციხეში გამაგრდნენ. მეფის ლაშქარი გაიზარდა, გამრავლდა; მან თანდათან ისეთი ღონე მოიცა, რომ ლორეს ციხეს სულ მალე აიღებდა. იოანე ორბელის ახლობლებმა ისარზე წერილი გამოაბეს და ციხეში ტყორცნეს. წერილში ეწერა:

„დიდო იოანე ორბელო, მხნეო, ძლიერო და უძლეველო, თუკი სიცოცხლე გსურს, თუკი გსურს, რომ მეფის წინაშე ძველებური პატივი და ღირსება გქონდეს, ციხიდან გამოდი და დემნა უფლისწულიც მეფეს ჩააბარე“.

იოანემ პასუხად მოიწერა:

„თქვენი რჩევა არ მომეწონა, დიდებულნო, დიდნო, ძლიერნო. ეს ცხოვრება წარმავალია. მეფემ ისეთი რა პატივი უნდა მომაგოს, რომ მისთვის ფიცი გავტეხო და აღთქმას ვუღალატო?“

მეციხოვნეები დახმარებას ელოდნენ, არავინ მოვიდა. უფლისწული მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა, ციხიდან თოკით გადმოეშვა და გიორგის დაემორჩილა.

აჯანყებულები სასტიკად დასაჯეს, დემნას და ივანეს თვალები დასთხარეს.

გამეფება

ნაჭარმაგევის სასახლეში მეორე წელსვე გიორგიმ მთელი საქართველოს დიდებულები შეკრიბა და, რადგან ვაჟი არ ჰყავდა, მეფედ ასული - თამარი გამოაცხადა.

მამა და შვილი ხუთ წელიწადს ერთად მეფობდნენ, ხოლო როცა გიორგი გარდაიცვალა, თამარი მეფედ ხელახლა აკურთხეს. თბილისში, ისნის სასახლეში ვახტანგისეული ტახტი დადგეს, ძელიცხოველი და დავითის დროშა აღმართეს. თამარი ბრწყინვალებით მზეს სჯობდა, მზეზე უფრო მზე, მზეთამზე იყოო. წესი ყოფილა: გვირგვინი მეფისთვის ლიხთიმერლებს უნდა მიერთმიათ.

ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირისძემ თამარს გვირგვინი დაადგა; ანტონს მხარს უმშვენებდა რაჭა-თალკვეთის ერისთავი კახაბერი. ქუთათელმავე საღირისძეებმა, სვანეთისა და არგვეთის ერისთავებმა -  ვარდანისძეებმა და ამანელისძეებმა ხმალი მიართვეს. თამარის გამეფებას მთელი ქალაქი და მთელი საქართველო ზეიმობდა.

გიორგი რუსი

ვინ იყო თამარის ქმრობის ღირსი? - დიდებულები ფიქრსა და რჩევას მისცემოდნენ. თბილისის თავმა აბულასანმა თქვა:

- მე ვიცი რუსეთის დიდი მთავრის ანდრიას შვილი. სამასი მთავარი მორჩილებდა ანდრიას. როცა გარდაიცვალა, მისი ტახტი ძმამ მიიტაცა. მცირეწლოვანი გიორგი ბიძამ რუსეთიდან გამოდევნა. უფლისწული ყივჩაღეთს შეეფარა; ახლაც იქ არის, სრულწლოვანია, კარგი ვაჟკაცია და თამარის ქმრობას ღირსეულად შეიფერებს.

ყივჩაღეთში დიდვაჭარი ზანქარ ზორაბაბელი გაგზავნეს და გიორგი თბილისში ჩამოაყვანინეს. დიდებულებს სასიძო მოეწონათ. თამარი უარობდა, ჯერ არ ვიცნობთ, მისი ზნე და ჩვეულება არ ვიცითო, მაგრამ მამიდა რუსუდანმა და დიდებულებმა, რომლებიც მძიმე საქმეზე მსუბუქად ბჭობდნენ, თამარი მაინც აიძულეს დათანხმებულიყო.

ლაშქრობანი

გიორგი რუსის წინამძღოლობით ქართველებმა კარი (ყარსი) და კარნიფორი მოარბიეს და ბასიანამდე უწიეს. გამრეკელი კახას ძე მიუხდა არანელ და გელაქუნელ თურქებს, რომელთაც საქართველოს სამხრეთი მიწები აეოხრებინათ და ისინი იქიდან გადარეკა. მესხებმა კლარჯეთსა და შავშეთში მომთაბარე თურქები დაიფრინეს. მხარგრძელებმა დიდი ქალაქი დვინი აიღეს. ილაშქრეს პართიაში. ურიცხვი ალაფით დატვირთულებს, გელაქუნში ლამის მთელი თურქობა მოეწიათ, სასტიკ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს. შემდეგ განჯა აიღეს, შემდეგ არაქსის ნაპირებს დაუყვნენ...

რუსი გააძევეს

თამარის შიში გამართლდა: გიორგის, სამწუხაროდ, მრავალი ნაკლი აღმოაჩნდა. იგი თავნებობდა, ლოთობდა, უღირსად იქცეოდა. ძლევამოსილი საქართველოს დედოფალს ქმრად არ შეეფერებოდა. მისი უწესობა თამარმა ორ წელიწადზე მეტხანს ითმინა, ბოლოს დიდებულები შეკრიბა და მათ წინაშე გიორგის გამოუცხადა:

- ვიცი, რომ ერთხელ შეუღლებულნი აღარ უნდა განქორწინდნენ, მაგრამ ვინც ქორწინებას წმინდად არ იცავს, ის ტაძრის შემგინებელია. მრუდე ხის აჩრდილს მე ვერ გავასწორებ, შენგან აკრული მტვერიც ამიტომ უბრალოდ უნდა გავიყარო.

გიორგი გემში ჩასვეს და, მრავალი სიმდიდრით დატვირთული, კონსტანტინეპოლში გაისტუმრეს - საქართველოში აღარ უნდა ჩამოსულიყო, თამარის ქმრობაზე არც უნდა ეოცნება.

დავით სოსლანი

ოდესღაც, თამარის მეფობამდე ასორმოცდაათი წლით ადრე, საქართველოში გიორგი პირველი მეფობდა (იგი ბაგრატ მესამის შვილი იყო). როცა გიორგი გარდაიცვალა, მისი ცოლი, ალდე დედოფალი შინაურმა მტრებმა აიძულეს, რომ თავის სამშობლოში - ოსეთში გადახვეწილიყო. ალდემ თან წაიყვანა შვილიშვილი დავითი, რომელიც მოგვიანებით ოსთა ხელმწიფის ასულზე დაქორწინდა. შემდეგ დავითი თვითონ გახდა ოსეთის ხელმწიფე.

სწორედ ამ დავითის შვილიშვილი სოსლანი, რომელსაც მალე დავით სოსლანი უწოდეს, თამარის მამიდის რუსუდანის სასახლეში იზრდებოდა. დავით სოსლანი ზრდილი, მშვენიერი ჭაბუკი, უბადლო მხედარი, რაინდი და მშვილდოსანი იყო. დიდებულებმა გადაწყვიტეს თამარისათვის დავით სოსლანი შეეუღლებინათ. თამარიც დათანხმდა. მას ხომ ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა. აღარ დააყოვნეს: დიდუბის სასახლეში შეიყარნენ და ქორწილი ქმნეს.

რუსმა ვერ მოისვენა

ბიზანტიაში გიორგიმ დიდხანს ვერ გაძლო; იგი არზრუმში ჩამოვიდა, რათა თბილისზე გაელაშქრა და სამეფო ტახტი დაებრუნებინა. მას მიეხმარნენ კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. სამცხეში შეკრებილმა ამბოხებულებმა საირმის მთები გადაიარეს და გეგუთის სასახლეში გიორგი მეფედ გამოაცხადეს.

ისინი ორად გაიყვნენ. ერთმა ნაწილმა ქართლი ააწიოკა და ბანაკი გორთან დასცა, მეორე სამცხეში გაბრუნდა: ამათ გადაწყვიტეს, რომ ჯავახეთი, თრიალეთი და ქვემო ქართლი დაეჭირათ.

თამარმაც ორ ნაწილად გაყო თავისი ლაშქარი. ერთს გამრეკელი უსარდლა, მხარგრძელები და თორელები გააყოლა და ჯავახეთს გაგზავნა: მთავარი ბრძოლა თმოგვსა და ერუშეთს შუა გაიმართა. ამბოხებულები სასტიკად იძლივნენ. მეორე ნაწილს დავით სოსლანი გორისაკენ გაუძღვა; აქ ყველაფერი უომრად დამთავრდა: ამბოხებულებს ჯავახეთში მყოფი მთავარი ლაშქრის დამარცხება შეეტყოთ და უკუქცეულიყვნენ. მოღალატეები დამორჩილდნენ. გიორგი რუსს თამარმა დანაშაული აპატია: საქართველოდან იგი უვნებლად გაუშვა.

ლაშა გიორგის დაბადება

ტაბახმელას სასახლეში თამარს ეყოლა ვაჟი, რომელსაც მან პაპის სახელი - გიორგი დაარქვა და ამ სახელს ლაშაც დაურთო, რაც მნათობს, განმანათლებელს ნიშნავს. დაიბადა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე. თამარის შემდეგ მეფობას სწორედ ის გააგრძელებდა.

სასახლეში სიხარული სუფევდა; უცხო ქვეყნების ხელმწიფენიც ძვირფას საჩუქრებს აგზავნიდნენ და თამარს ძეობას ულოცავდნენ.

ლაშას სახელზე ქართველებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს: პირველად ქალაქი ბარდავი აიღეს, ურიცხვი ალაფი წამოზიდეს, ტყვეები კი - თამარისა და ლაშას სადიდებლად გაათავისუფლეს. ერთი თვეც არ დაუსვენიათ და არზრუმს დაეცნენ, მასაც ისეთივე დღე აყარეს, როგორიც ბარდავს. შემდეგ სხვა მხარეებიც მოიარეს, სპარსეთამდე უწიეს და უცხო ქვეყნები სულ საქართველოს ერთგულებაზე აფიცეს.

თამარს მალე ასულიც ეყოლა, რომელსაც თავისი მამიდის სახელი - რუსუდანი დაარქვა.

გიორგი კვლავ ჩამოიპარა საქართველოს მეზობლად: ამჯერად არანში დადგა, იქაური და განჯელი მეომრები შეკრიბა და მათ იმედად ქიზიყში შემოიჭრა. ქალაქ ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატლისძემ მცირეოდენი ლაშქრით რუსი უკუაქცია.

ამის შემდეგ გიორგის საქართველოსაკენ პირი აღარ უქნია.

კატეგორია: რელიგია | ნანახია: 6139 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.3/9
სულ კომენტარები: 2
0  
2 mariam gumberidze   (=]) [Entry]

:) :) :)

* გ
0  
1 guranda   (=]) [Entry]

არა საკმარისი ინფორმაციააააააააა sboom :( :'( :'( S

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz