სამშაბათი, 2024-10-08, 6:10 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » მაისი » 22 » აბორტის შესახებ -- აბორტი
1:53 AM
აბორტის შესახებ -- აბორტი



 

 
 
სიმართლე აბორტზე
 
 
ნანახია: 2464 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 2
+1  
2 Nino !   (=]) [Entry]

უკანონო შვილი
წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ“ ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო“.

ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი.


* გ
+1  
1 Nino !   (=]) [Entry]

გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგ
კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ, დაუნდობლად კლავს თავის შვილებს. ამ მკვლელობას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება.

ბიბლიური ისტორია მოგვითხრობს: ეგვიპტეში მყოფი ებრაელი ერის გამრავლება ეგვიპტელთათვის საშიში გახდა. ამიტომ ფარაონმა ყველა ახალშობილი ებრაელის ვაჟის ნილოსში ჩაგდება ბრძანა.

მდინარე აივსო ახალშობილთა უმწეო გვამებით, ნილოსის ნიანგებმა კუჭები ამოიყორეს თოთო ხორცით. ცას მისწვდა ებრაელი დედების გოდება.

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ნილოსში აღარ ყრიან ებრაელთა პირმშოებს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წყალს კვლავაც მიაქვს ჩვილების ნაფლეთები. თითქოს ფარაონის აჩრდილი გაცოცხლებულა, აჩრდილი კი არა, აჩრდილთა ლეგიონი და ქვეყნიერების ყოველ კუთხეში მცხოვრებთათვის საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა უბრძანებია. თუმცა არა, ამას თვით ფარაონიც ვერ მოიფიქრებდა, მან სხვა ერის შვილების, თან მარტო ვაჟების დახოცვა ბრძანა, ახლა კი საკუთარ შვილებს ხოცავენ სქესის განურჩევლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით, ისე, რომ დაბადებასაც არ აცლიან. ნიანგის კბილების მაგივრობას დღეს ექიმ-გინეკოლოგის მაკრატელი ასრულებს, მუცელში მოწყვეტილთა ნარჩენებს კი მდინარის ნაცვლად კანალიზაციის ბინძურ წყალს ატანენ. ეს სატანისადმი გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვაა.

საქართველოც მოსწრებია ტრაგიკულ სურათს - მუსლიმი დამპყრობლის მიერ ჩვილებით მოფენილი კალოს გალეწვას. ფსკერწამახული კევრი ქართველი ბავშვების ხორცს ძვლებს ისე აცლიდა, როგორც თავთავის მარცვალს აცალკევებენ ბზისგან. ამ სანახაობით სულშეძრული დაღუპული ჩვილების დიდები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შთამომავლები თავად მოუწყობდნენ თავიანთ დაუბადებელ შვილებს სისხლიან კალოს.

ეს ცოდვა უმძიმეს ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვების გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ყრმათა კვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეს, თუკი თავისი შვილების ხოცვას არ შეწყვეტს.

ვისაც ეს ცოდვა ჩაუდენია - მხურვალედ მოინანიოს, ვინც აპირებს - შეჩერდეს, თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ.

საპატრიარქოს პრესცენტრი


* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი დიზაინია??
სულ პასუხი: 797
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz