|
აკაკი წერეთელი |
აკაკი წერეთელი და სამეგრელო
აკაკი და დისშვილი - ანეტა დადიანი-დადეშქელიანისა
აკაკი წერეთლის უმცროსი და მავრა (მატა) როსტომის ასული წერეთელი გახლდათ მეუღლე სოფელ ჯვარის მკვიდრის ალექსანდრე დადიანისა. მატას და ალექსანდრეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწე ანეტა დადიანი, რომელიც 1872 წ. დაბადებულა სოფელ ჯვარში. იგი აკაკი წერთლის ერთადერთი დისშვილი გახლდათ. ანეტა ადრე დაობლებულადა ბიძამ სოფელ სხვიტორში წაoყვანა აღსაზრდელად. ანეტა დადიანი ცოლად გაყვა ჯანსუღ დადეშქელიანს, რომელიც ქუთაისის გუბერნატორის თანამდებობას ფლობდა. მათ ჰყავდათ ორი ვაჟიშვილი, რომლებიც დაიღუპნენ I მსოფლიო ომში. მიუხედავად ასეთი ტრაგიკული ბედისა, ანეტა დადიანს არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მუშაობა, იგი მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ – გაზეთებში. ანეტა დადიანმა თავისი მამული გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და მის სახლში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. ასევე თავისი ქონების ნაწილი შეუწირავს სოფელ ჯვარის წმ. გიორგის ეკლესიისათვის. ანეტა გარდაიცვალა 1922 წელს და დაკრძალულია ჯგეგეს წმ. გიორგის ეკლესიაში.
აკაკი წერეთლის უმცროსი და მავრა (მატა) წერეთელი-დადიანისა
.
აკაკი წერეთლის სიძე - ალექსანდრე (ვამეხ) დადიანი (მავრა წერეთლის მეუღლე)
.
ანეტა დადიანი-დადეშქელიანისა ოჯახით სტუმრად აკაკისთან და ანა წერეთელთან
|