|
სასარგებლო რჩევები |
მხოლოდ ნატურალური წვენი გარგებთ
გოგრა ძალიან სასარგებლო დიეტური და სამკურნალო პროდუქტია, მდიდარია პექტინებითა და ასკორბინის მჟავით. ღვიძლის დაავადებების, უძილობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ ნახევარ–ნახევარი ჭიქა გოგრის წვენი, თირკმლებში ქვებისა და შარდის ბუშტში კენჭების დროს – დღეში 3–ჯერ თითო ჭიქა. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
დანარჩენი სრულიადში
|
შედით სრულიადში ვიდეოს სანახავად
|
E = mc² ფარდობითობის თეორია, ფიზიკური თეორია, რომელიც შეისწავლის სივრცისა და დროის თვისებებს. ფარდობითობის თეორია კვანტურ მექანიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის საფუძველია. იგი ჩამოყალიბდა იმ ღრმა წინააღმდეგობათა გადალახვის შედეგად, რომლებიც წარმოიშვა კლასიკურ ფიზიკაში მექანიკური და ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიების, როგორც ერთმანეთთან, ისე ექსპერიმენტთან შეთანხმების დროს.
|
განათლების საბჭოთა სისტემა ყალიბდებოდა გარემოში, სადაც არ არსებობდა საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი მიმოსვლა მსოფლიოს უდიდეს ნაწილთან იყო შეუძლებელი და ინფორმაციის მიმოცვლაც იყო, რბილად რომ ვთქვათ, შეზღუდული. თითქოს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს სისტემა პოსტსაბჭოთა რელობისთვის შეუსაბამოა და მოითხოვს დიდ ცვლილებებს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არაერთხელ მსმენია მსგავსი კონტრარგუმენტი: ”კი მაგრამ, თუ კი ცუდია საბჭოთა განათლება, რანაირად იზრდებოდა ჩვენთან ამდენი კარგი ფიზიკოსი?”. მეტიც, საკმაოდ გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ”ჩვენი დასავლურს ბევრად ჯობია”. პირველ რიგში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ განათლების სისტემის ეფექტურობის, სიკარგის შეფასების კრიტერიუმები არ არის ჩამოყალიბებული.
|
წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.
|
|