|
სასარგებლო რჩევები |
სასარგებლო რჩევები
მხოლოდ ნატურალური წვენი გარგებთ
გოგრა ძალიან სასარგებლო დიეტური და სამკურნალო პროდუქტია, მდიდარია პექტინებითა და ასკორბინის მჟავით. ღვიძლის დაავადებების, უძილობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ ნახევარ–ნახევარი ჭიქა გოგრის წვენი, თირკმლებში ქვებისა და შარდის ბუშტში კენჭების დროს – დღეში 3–ჯერ თითო ჭიქა. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
მამაკაცებმა, რომლებსაც აწუხებთ პროსტატიტი, 2–3 კვირის მანძილზე ყოველდღე უნდა სვან თითო ჭიქა გოგრის წვენი. ამავე თვისებებისაა ყაბაყისა და პატისონის წვენი, ს ვიტამინი მათში გოგრაზე ორჯერ მეტია.
უმი კარტოფილის წვენით მკურნალობენ გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, თორმეტგოჯა ნაწლავს. ის დაბლა სწევს სისხლის წნევას, სტაფილოს წვენთან შერეული კი წმენდს ორგანიზმს.
ტომატის წვენი შეიცავს აქტიურ ანტიოქსიდანტებს, ასკორბინის მჟავას, რკინას და კაროტინს. ტომატის წვენს ნიშნავენ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კუჭის, გულის დაავადებების და ზედმეტი წონის დროს.
ჭარხლის წვენის მიღება იწყება მინიმალური დოზით და თუ არ იქნება უკურეაქცია, შეიძლება დოზის მომატება. წითელი ჭარხლის წვენი აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, საჭმლის მონელებას, აწესრიგებს სისხლის წნევას. სურდოს სამკურნალოდ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ 5–7 წვეთი ჭარხლის წვენი 3–5–ჯერ დღეში. ძალიან სასარგებლოა ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი სტენოკარდიის დროს.
ექიმი გირჩევთ
888
სტომატიტის სამკურნალოდ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, გაღიზიანებისა და შეშუპების დროს:
1. 1 ჩაის კოვზ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჩაის კოვზი მდუღარე რძე, 2 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე, გააგრილეთ და დღეში 2–ჯერ გამოივლეთ პირში (5–8 დღე);
2. 2 სუფრის კოვზ გამხმარ მოცვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. 10 წუთის შემდეგ გაწურეთ. გამოივლეთ ნახარში დღეში 2–ჯერ.
888
მწვავე ხველების დროს:
1. შავი ბოლოკი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი. 1 ლიტრ წვენს შეურიეთ 400 გრამი თხევადი თაფლი და მიიღეთ 1–2 სუფრის კოვზი ჭამის წინ.
2. 10 თავი ხახვი და 1 თავი ნიორი დაჭერით წვრილად და მოხარშეთ რძეში მანამ, სანამ მასა არ დარბილდება. გაწურეთ, დაამატეთ ცოტაოდენი პიტნის ნაყენი, თაფლი და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ნაყენი 2–3 დღის განმავლობაში, საათში ერთხელ.
როდის არის ჩაი მავნებელი
ჩაი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ნებისმიერი რაოდენობით და ყოველთვის – არა. ადამიანთა ზოგიერთმა კატეგორიამ ჩაი შეზღუდული რაოდენობით ან სრულიად არ უნდა დალიოს.
ჩაი ფეხმძიმე ქალებზე ცუდად მოქმედებს
ჩაი განსაზღვრული რაოდენობის კოფეინს შეიცავს, რომელიც ჩანასახზე ცუდად მოქმედებს. დღის განმავლობაში მიღებული 5 ფინჯანი მაგარი ჩაი კოფეინის ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომელმაც შეიძლება ჩანასახის წონის დეფიციტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, კოფეინი გულისცემასა და შარდის გამოყოფას აძლიერებს, რაც გულისა და თირკმლების დატვირთვას იწვევს, ეს კი ტოქსიკოზის ალბათობას ზრდის.
888
მიუხედავად იმისა, რომ ჩაი საჭმლის მონელების პროცესს ხელს უწყობს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთათვის, ასევე მომატებული მჟავიანობის დროს, ზომიერების დაცვა აუცილებელია. წყლულით დაავადებულებმა ჩაის მოხმარება უნდა შეზღუდონ. განსაკუთრებით – მაგარის. უმჯობესია, რძიანი და შაქრიანი ჩაი მიირთვან.
888
ითვლება, რომ მაგარი, ცხელი ჩაი წყურვილის გრძნობას კლავს, ამიტომ მაღალი სიცხის დროს სასარგებლოა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბრიტანელმა ფარმაკოლოგებმა დაადგინეს, რომ მაგარი ჩაი მაღალი სიცხის დროს არათუ სასარგებლოა, პირიქით – თეოფილინი ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს. ეს ნივთიერება შარდმდენიცაა, ამიტომ იგი ნებისმიერ სიცხის დამწევ საშუალებას არაეფექტიანს ან ნაკლებეფექტიანს ხდის.
მხედველობა რომ არ გაუარესდეს
დღის განმავლობაში ბევრი წყალი დალიეთ. საქმე ისაა, რომ კითხვის დროს თვალის ლორწოვანი გარსი სწრაფად შრება და დანამვას საჭიროებს.
სტაფილო, გოგრა, პამიდორი, მოცხარი მდიდარია კაროტინებით, რაც აუცილებელია კარგი მხედველობისთვის. გახსოვდეთ, მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილოსგან კაროტინი მხოლოდ 5% შეითვისება, წვრილზე გახეხილისგან – 20%.
ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მჟაუნა, მწვანე სალათი, მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა) ი– ვიტამინს შეიცავს; იგი სასიკეთოდ მოქმედებს სისხლძარღვებზე (მათ შორის – თვალების), ფერების აღქმას ზრდის და სიბნელეში მხედველობას აუმჯობესებს.
კომბოსტო ი| ვიტამინის საბადოა, რომელსაც შეუძლია თვალის დაღლა მოხსნას და მხედველობის ორგანოს შრომისუნარიანობა გააუმჯობესოს.
მოცვი მდიდარია სბ ი– ვიტამინებით, კაროტინით, მანგანუმით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ორგანული მჟავებით.
ეს თვალს ეხმარება, ცუდ ხილვადობას შეეჩვიოს, ხანგრძლივი მუშაობისას კი თვალს გამძლეობას მატებს.
დაღლილობის მოსახსნელად თვალებზე ჩაის ან გვირილას ნაყენის კომპრესი გაიკეთეთ.
თვალები ხშირად იღლება კაშკაშა ფერთა გამის ცქერით. დადგენილია, რომ თვალებზე ყველაზე უარყოფითად წითელი და ლურჯი–იისფერი ფერები მოქმედებს, ხოლო ყვითელი, მოყვითალო–მწვანე და მოთეთრო–მწვანე თვალებს ასვენებს.
ბოლო დროს მოცვი აბების სახითაც გამოდის.
სურნელოვანი ექიმი
ხალხურ მედიცინაში რეჰანი სამკურნალო მიზნით უხსოვარი დროიდან გამოიყენება.
თუ რეჰანის წვენს ჭრილობაზე წაისვამთ, ის ხელს შეუწყობს მის შეხორცებას. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდაც.
ინდოეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში მშვენიერი ქალბატონები რეჰანის აბაზანაში ნებივრობდნენ. იგი კანს იცავს ინფექციური დაავადებებისგან. შხამიანი ქვეწარმავლების ნაკბენსაც რეჰანის წვენით შველოდნენ. კბილის ტკივილის დროს გამოივლეთ პირის ღრუში რეჰანის წვენის, ძმრისა და მარილის ნარევი – ტკივილი გაყუჩდება.
რეჰანით იკურნება ანგინა და გაციება: დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ჩაის კოვზ რეჰანის ფოთლებს, გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ნაყენი გამოივლეთ ყელში საათში ერთხელ.
888
თუ სურდო გაწუხებთ:
აიღეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და ამდენივე ფქვილი, მოზილეთ ცომი. რომ არ დაიწვათ, ცხვირის ფუძეზე ვაზელინი შეიზილეთ და ცომი 1 საათით მიიწებეთ. პროცედურა რამდენიმეჯერ გაიმეორეთ.
როცა გრიპი მძვინვარებს:
გახეხეთ 2 ლიმონი და 2 კბილი ნიორი, ერთმანეთში აურიეთ და 1 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი დაასხით. 3 დღე სიბნელეში ამყოფეთ, ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გაწურეთ და უზმოზე თითო სუფრის კოვზი სვით.
თუ ხველა არ გაძინებთ:
შეახვიეთ ტილოს პირსახოცში 2 ცხელი კარტოფილი და გვერდები მწებარე ლენტით დაუმაგრეთ. ეს ხვეულა მკერდზე დაიდეთ, შალის შარფით გადაიხვიეთ და გაგრილებამდე დაიტოვეთ. შეეცადეთ, პროცედურის შემდეგ გულმკერდი თბილად გქონდეთ.
რძე გიშველით
გაციების დროს გახეხეთ ხახვი, დაასხით 0,5 ლიტრი ცხელი რძე და დააყოვნეთ. დალიეთ ნახევარი ძილის წინ, მეორე ნახევარი კი – დილით.
ხველების დროს
1. 0,5 ლიტრ ცხელ რძეს შეურიეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და დალიეთ ძილის წინ.
2. სტაფილოს ან თალგამის წვენი შეურიეთ რძეს, შეფარდებით 1:1. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 6–ჯერ.
3. აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ახალი რძე, 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ 1 ჩაის კოვზი 3–4–ჯერ დღეში.
ანგინა
რეკომენდებულია თბილი რძისა და მინერალური წყლის (გაზგასული) ნარევის დალევა.
ყივანახველა
5 კბილი ნიორი დაჭერით წვრილად ან დანაყეთ. ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში, დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
მწვანე ჩაი – სამკურნალო სასმელი
ძველ ჩინეთში ჩაის სიცოცხლის ელექსირს უწოდებდნენ. ჩინელების აზრით, ჩაი სულსა და სხეულს აკაჟებდა.
ჩაის ფოთლები 300–ზე მეტ სხვადასხვა სახის სასარგებლო ელემენტს შეიცავს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია კოფეინი, ტანინი, ეთერზეთები და ვიტამინები. ჩაი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ. იგი ერთადერთი სასმელია, რომელსაც ესოდენ ურთიერთსაპირისპირო თვისებები აქვს: ამაღლებს ტონუსს და ხსნის დაღლილობას, აღაგზნებს და ამშვიდებს, სიცივეში ათბობს, სიცხეში კი აგრილებს. კარგი საშუალებაა ჰემოგლობინის ასამაღლებლად, ააქტიურებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.
მწვანე ჩაის ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. თუ რეგულარულად მიირთმევთ უშაქრო ჩაის, იგი თქვენს კბილებს კარიესისგან დაიცავს. ძველ ჩინურ ხელნაწერებში შემთხვევით როდია აღნიშნული, რომ "ჩაი ყველა სნეულებას კურნავს". მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამენ ჩაის, იშვიათად ავადმყოფობენ. ამ პოპულარობას ჩაი მასში ჭარბი რაოდენობით შემავალ სბ უბ ვ ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავასა და იოდს უნდა უმადლოდეს.
ჩაი აფერხებს უჯრედების დაბერების პროცესს, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს და 18–ჯერ ზრდის ვიტამინის მოქმედებას.
|