ამერიკელი მეცნიერი: `ღორის გრიპი` ბიოლოგიური საბოტაჟია
`ეიჩ-1 ენ-1` ვირუსის პანდემიის უკან ფარმაკოლოგიური მაფია დგას. ამერიკელი მეცნიერი ლეონიდ ჰოროვიცი და ჟურნალისტი შერი კეინი შოკის მომგვრელ განცხადებას აკეთებენ. მათი მტკიცებით, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსიც და პანდემიაც ხელოვნურად არის შექმნილი და მსოფლიო მოსახლეობის რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად. გლობალური გენოციდის დაწყებამდე კი ერთი თვე დარჩა. სწორედ ამიტომ ჰოროვიცი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აკრძალოს `ეიჩ-1 ენ-1`-ის ვაქცინა, ბარაკ ობამას ადმინისტრაციას კი დეტალური გამოძიების დაწყებისაკენ უბიძგებს.
ამ დანაშაულის უკან, ჰოროვიცის მტკიცებით, უმსხვილესი ამერიკული კომპანია - დევიდ როკფელერის `ტრასტი` - დგას, რომელიც ყველა ბიოტექნოლოგიურ კვლევას, ფარმაკოლოგიისა და ჯანდაცვის სისტემას აკონტროლებს. ჰოროვიცი აცხადებს, რომ ამ ბრალდების დამადასტურებელ მასალებსაც ფლობს, რომლებიც უკვე გადასცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს.
`ტრასტი`, რომელიც წამყვან ამერიკელ მილიარდერებს აერთიანებს, მათ შორის რუპერტ მერდოკს, მორტონ ცუკერმანს და სხვებს, ეჭვმიტანილია გლობალური გენოციდის დაგეგმვასა და მომზადებაში.
|