შაბათი, 2024-12-07, 1:59 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 13 » მიზიდულობის კანონი 1.
4:43 PM
მიზიდულობის კანონი 1.
მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას სხეულებს შორის. ამ კანონის ავტორი ისააკ ნიუტონია. იგი უდიდესი გერმანელი ასტრონომისა და მათემატიკოსის იოჰან კეპლერის კანონებს ეყრდნობოდა.

არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ, როდესაც ისააკ ნიუტონი თავის ბაღში ვაშლის ხის ქვეშ იჯდა ჩამოვარდა ერთ-ერთი ვაშლი და ფიზიკოსის ახლოს (შესაძლოა თავზეც კი) დაეცა . სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ნიუტონის მოსაზრებას, რომ არა მარტო დედამიწასა და ვაშლს, არამედ სამყაროში არსებულ ყველა სხეულებს შორის არსებობს მიზიდულობა. ამ მოვლენას მან მსოფლიო მიზიდულობა უწოდა.

მსოფლიო მიზიდულობის ძალა არის ის ძალა, რომლითაც სამყაროში არსებული სხეულები იზიდავენ ერთმანეთს.

ნიუტონი მიხვდა, რომ ვაშლის ჩამოვარდნა და დედამიწის ირგვლივ მთვარის მოძრაობას ერთი და იგივე მიზეზი განაპირობებს. ასევე, ერთმანეთს იზიდავენ მზე და პლანეტები. ისინი მოძრაობენ მზის გარშემო მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით დედამიწაზე, მზისა და მთვარის მიზიდულობის გამო, ხდება ოკეანეების მიქცევა და მოქცევა. ამის გამო ზოგჯერ მდინარეც კი, შესართავთან, მცირე ხნით, აღმა იწყებს სვლას. მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით სხეულები მოქმედებენ ერთმანეთზე ისე, რომ არ ეხებიან ერთმანეთს.



კეპლერის კანონები 

კეპლერის კანონები არ აღმოჩენილა ცარიელ ნიადაგზე. კეპლერს ხელთ ჰქონდა გამოჩენილი დანიელი ასტრონომის, თავისი მასწავლებლის ტინო ბრაგეს (1546-1601) მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგები, ბრაგეს დაკვირვებები შეეხებოდა პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ, ეს იყო მზა მასალა და კეპლერს შეძლო ამ მონაცემების დამუშავება სისტემაში მოყვანა და აღმოაჩინა კიდეც კანონები, რომლებიც აღწერს პლანეტების მოძრაობას მზის ირგვლივ ეს კანონები კეპლერის კანონების სახელითაა ცნობილი:
1. ყოველი პლანეტა მიმოიქცევა მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მზე იმყოფება;
2. მზისა და პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედებში ტოლი ფართობის ფიგურებს შემოწერს;
3. სხვადასხვა პლანეტის ორბიტაზე შემოვლის პერიოდების კვადრატების შეფარდება მზემდე საშუალო მანძილების კუბებთან მუდმივი სიდიდეა

ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევა 

ბუნების ერთ-ერთი გრანდიოზული მოვლენა ზღვებისა და ოკიანეების მიქცევა-მოქცევა განპირობებულია მიზიდულობის ძალით, რომლითაც მთვარე და მზე მოქმედებს დედამიწაზე, მზის მასა მართალია ბევრად აღემატება მთვარისას, მაგრამ იგი გაცილებით შორს არის დედამიწისგან და ამიტომ გადამწყვეტი ფაქტორი მთვარის მიზიდულობაა, დედამიწის მყარი ნაწილისა და მთვარის მიზიდულობის ძალას განსაზღვრავს მანძილი დედამიწასა და მთვარის ცენტრებს შორის. დედამიწა საკუთარი მიზიდულობით აკავებს ზღვებსა და ოკიანეებს. A წერტილთან წყლის მასებს მთვარე დაახლოებით 1,07 ჯერ უფრო ძლიერ იზიდავს ვიდრე B–სთან ამიტომ A და B წერტილებში წყლის ზედაპირი ამოიბურცება. განსხვავება მიზიდულობის ძალებში თითქოს დიდი არ არის მაგრამ შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. ათეულობით მეტრის სიმაღლის ტალღები, წყლის მასები ამ დროს აღძრულ ხახუნის ძალას კი ამუხრუჭებს მის დღეღამურ ბრუნვას ე.ი დღე-ღამის ხანგრძლივობა იზრდება მართალია ეს ზრდა უმნიშვნელოა 100 წელიწადში ერთი მეათასედი წამი მაგრამ მილიარდობით წლის შემდეგ დედამიწის ბრუნვის პერიოდი საკუთარ ღერძის ირგვლივ გაუტოლდება მთვარის მიმოქცევას პერიოდს, ეს კი იმას ნიშნავს რომ დედამიწა მთვარისაკენ მუდამ ერთი და იმავე მხარით იქნება მიქცეული (როგორც ამჟამად მთვარეა დედამიწის მიმართ) ამიტომ დედამიწის ერთი ნახევრის მცხოვრებლებს მის მეორე ნახევარში მოუწევთ გამგზავრება მთვარის სანახავად.
კატეგორია: Other.... | ნანახია: 2299 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როლე არხს უყურებ?????
სულ პასუხი: 2311
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz