ხუთშაბათი, 2024-12-26, 7:58 PM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » 2009 » სექტემბერი » 27 » ფიზიკა, როგორც საბჭოთა განათლების მაშველი რგოლი
4:37 PM
ფიზიკა, როგორც საბჭოთა განათლების მაშველი რგოლი

განათლების საბჭოთა სისტემა ყალიბდებოდა გარემოში, სადაც არ არსებობდა საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი მიმოსვლა მსოფლიოს უდიდეს ნაწილთან იყო შეუძლებელი და ინფორმაციის მიმოცვლაც იყო, რბილად რომ ვთქვათ, შეზღუდული. თითქოს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს სისტემა პოსტსაბჭოთა რელობისთვის შეუსაბამოა და მოითხოვს დიდ ცვლილებებს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არაერთხელ მსმენია მსგავსი კონტრარგუმენტი: ”კი მაგრამ, თუ კი ცუდია საბჭოთა განათლება, რანაირად იზრდებოდა ჩვენთან ამდენი კარგი ფიზიკოსი?”. მეტიც, საკმაოდ გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ ”ჩვენი დასავლურს ბევრად ჯობია”.
პირველ რიგში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ განათლების სისტემის ეფექტურობის, სიკარგის შეფასების კრიტერიუმები არ არის ჩამოყალიბებული. განათლების სისტემა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ქვეყანაში ყველა საჭირო საქმის (კარგად) მკეთებელი არის საკმარისი. საბოლოო მიზანი ხომ მთელი საზოგადოების კეთილდღეობაა და არა, უბრალოდ, ბევრი კარგი ფიზიკოსის ან ბევრი კოსმონავტის ყოლა. არადა, საბჭოთა კავშირში, განსხვავებული წყობილების გამო, უამრავი დარგი საერთოდ არ არსებობდა, დანარჩენი დარგების უმეტესობა კი უიმედოდ იყო აცდენილი მსოფლიო ტენდენციებს. ფიზიკა ნაწილობრივ იყო განვითარებული, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი. მას განსაკუთრებული ადგილი ეკავა იმიტომ, რომ სამხედრო ინდუსტრიისთვის იყო მნიშვნელოვანი და იდეოლოგიასაც არ უქმნიდა საფრთხეს.

როგორ შეიძლება მიაღწიო კეთილდღეობას კაპიტალისტური წყობილების პირობებში, როდესაც არ გყავს მენეჯერები, მარკეტოლოგები, პროდიუსერები? მართალია, გყავს ეკონომისტები, მაგრამ მათი განათლება საბჭოთა ეკონომიკაზეა გათვლილი. გყავს კიბერნეტიკოსები, რომელთა განათლება სადღაც 50-იან წლებშია ჩარჩენილი.
მაგრამ არსებობს ასეთი სტერეოტიპი — ”ფიზიკოსები ნებისმიერ დარგში აღწევენ წარმატებას”. ამაზე კი აბსოლუტურად მცდარი დასკვნა კეთდება ხოლმე, თითქოს საკმარისია გყავდეს ბევრი კარგი ფიზიკოსი და ყველა სფეროში საქმე კარგად იქნება. ასე რომ იყოს, პოსტსაბჭოთა სივრცე ალბათ მსოფლიოში ყველაზე უდარდელი იქნებოდა. მაშ რატომ გვიჭირს ასე ძალიან?
კარგი განათლება ფიზიკის დარგში უფრო ერთგვარი ფილტრია, ვიდრე ადამიანების ჯადოსნური ტრანსფორმირების საშუალება. მართალია, ბევრი ყოფილი ფიზიკოსი მუშაობს საფონდო ბირჟებზე. მაგრამ ეს ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც შეიძლება სხვა გზებითაც არანაკლები წარმატებისთვის მიეღწიათ. თანაც, განათლება უმეტესწილად მსოფლიოს უდიდეს ცენტრებში აქვთ მიღებული.
რომელიმე რიგითი უნივერსიტეტისგან მიღებული ფიზიკის დიპლომი თავისთავად ბევრს არაფერს განსაზღვრავს. გაფიზიკოსების პროცესი ალბათ გარკვეულ უნარებს ავითარებს კიდევაც, მაგრამ ყველას ჭკვიანად და ყოვლისმცოდნედ ნამდვილად არ ხდის. თუ ქვეყანაში არ არიან, მაგალითად, კვების მრეწველობის ექსპერტები, რთულია ეს დანაკლისი ”ფიზფაკის” სამოსნების ხარჯზე აღმოფხვრა.

ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ დარგის განვითარებულობით ასაბუთებენ საბჭოთა განათლებისა და მეცნიერების მაღალ დონეს, უფრო ძირეულ სისტემურ პრობლემებსაც უგულვებელყოფენ. ასეთი პრობლემებია, მაგალითად, მეცნიერებისა და განათლების გამიჯნულობა ან მეცნიერების პროდუქტიულობაზე კონტროლის არარსებობა.
თუ დავუბრუნდებით განათლების საბჭოთა სისტემას, კაპიტალისტური წყობილების პირობებში ყოველთვის გვექნება საგრძნობი დისბალანსი. ყოველთვის მრავლად იქნებიან ”მოტაქსავე” კიბერნეტიკოსები, მენეჯერი პიანისტები და მეწარმე ექიმები.

ფიზიკის, ისევე როგორც სხვა მეცნიერებების, არსებობა ჩვენს ქვეყნაში, ვფიქრობ, კარგია. კარგია იმ დოზებითა და ფორმებით, რომლითაც ის შეიძლება იყოს ხარისხიანი და ეფექტური. ეს პოსტიც, რა თქმა უნდა, მიმართულია არა ფიზიკის, არამედ განათლების საბჭოთა სისტემის გამამართლებელი ყალბი არგუმენტების წინააღმდეგ.

საბჭოთა სისტემის კრიტიკისას და ცვლილებების საჭიროებაზე საუბრისას არ ვაკავშირებ ამას განათლების მიმდინარე რეფორმასთან. იმისათვის, რომ კონცეპტუალურ დონეზე შევაფასოთ ეს რეფორმა, პირველ რიგში კარგად უნდა გავერკვეთ, თუ რისი მიღწევა გვსურს, როგორი სისტემა გვჭირდება და რატომ.
ნანახია: 1175 | დაამატა: iverieli | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
0  
1 iverieli   (=]) [Entry]

ფიზიკა მაგარია :)

* გ
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Rate my site
სულ პასუხი: 11515
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz