|
რობოტი ტელეფონი |
რობოტი ტელეფონი
მობილური კავშირის იაპონურმა ოპერატორმა KDDI კომპანია Flower Robotics–თან თანამშრომლობით შექმნა მობილური ტელეფონი–რობოტი – Polaris. რა თქმა უნდა, მოწყობილობა მხოლოდ კონცეპტია. ანუ არ არის გაყიდვაში, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით...
აღსანიშნავია, რომ დოკ–სადგური ბურთისებრ რობოტს წააგავს, რომელიც რაღაცით სონის მიერ შექმნილ მპ3 ფლეიერს –Rolly–ს წააგავს. თუმცა, თვითმავალი მოწყობილობის იდეა უფრო ღრმადაა გაანალიზებული. პოლარისის მფლობელი მოდის სახლში, იძახებს ტელეფონის კლავიატურის მეშვეობით რობოტს და მობილურს გახსნილ დოკ–რობოტში დებს.
შემოსული ზარის შემთხვევაში პოლარისი რთავს განათებას, გამოსცემს სხვადასხვაგვარ ხმას, სასაცილოდ დაიარება ბორბლებით და ტრიალებს კიდეც. უკაბელო კავშირის მეშვეობით, პოლარისს შეუძლია ინფორმაცია ტელევიზორის ეკრანზე გამოიტანოს და მდივანის ფუნქციაც შეასრულოს.
გარდა ამისა, რობოტში გათვალისწინებულია პატრონის ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქცია. როდის გამოვა გაყიდვაში ტელეფონი–რობოტი, ჯერჯერობით უცნობია.
|