კვირა, 2024-11-24, 0:14 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » რელიგია
 
 6 (19) მაისი
 
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღსავსე. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერსიყვარულით ცხოვრობდა. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს მართალი იობი მსხვეპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისთვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.
Category: რელიგია | Views: 1542 | Added by: iverieli | Date: 2009-04-09 | Comments (0)

 
29 (12.05) აპრილი
 
დუდიყვათსა და პაპათში (თანამედ. თურქეთი) 300 მხედარი, მღვდელნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ლაზნი ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსულმანთაგან წამე
Category: რელიგია | Views: 1180 | Added by: iverieli | Date: 2009-04-09 | Comments (0)

 
საქართველოს ეკლესიის ლაზი პირველმოწამენი
Category: რელიგია | Views: 1162 | Added by: iverieli | Date: 2009-04-09 | Comments (0)

 

(მცირეოდენი შემოკლებით)

დემნა უფლისწულის ამბავი

თამარი დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი იყო. მამამისმა, მეფე გიორგი მესამემ, ქართველთა ლაშქარს მრავალჯერ გაუმარჯვა, ქვეყანას დავითისეული ძლევა და დიდება შეუნარჩუნა, განამტკიცა და გააძლიერა იგი.

Category: რელიგია | Views: 6140 | Added by: iverieli | Date: 2009-04-09 | Comments (2)

 
გიორგი სააკაძე წოდებრივი წარმომავლობით აზნაურთა წრეს ეკუთვნოდა. იგი დაახლოებით 1580 წელს დაბადებულა შიდა ქართლში, ატენის ხეობის სოფელ ფელში; მამა სიაუში, დედა - თამარი (ბარათაშვილის ქალი). გიორგის ჰყავდა სამი ძმა და ერთი და.
Category: რელიგია | Views: 3422 | Added by: iverieli | Date: 2009-04-09 | Comments (3)

გილოცავთ ხარებას !!! - FIX.GE
სრულიად საქართველოს ვულოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს !!! ამ დიდი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს . და მრავალი კაი ამბავი გვეხარებინოს ,გფარავდეთ და გწყალობდეთ ღმერთი ჩვენი დაუსრულებელი სიყვარულისა.
გიხაროდენ
 WWW.IveRieLi.UcoZ.Com ის ადმინისტრაცია !!

Category: რელიგია | Views: 1669 | Added by: iverieli | Date: 2009-04-07 | Comments (1)

ხარება

ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“

(ლკ. 1,28). მარიამი შეძრწუნდა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ (ლკ. 1,29). ზაქარია ურწმუნოების გამო არ ენდო მთავარანგელოზის სიტყვებს და დაისაჯა, მარიამი კი სიმდაბლის გამო დაეჭვდა, ამიტომ ზეციურმა მაცნემ კრძალვითა და მოთმინებით განაგრძო მისი დაჯერება: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. იგი თანდათან უცხადებს ქალწულს, თუ ვინ იქნება მისი მუცლის ნაყოფი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდის, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ. 1, 30-33) – მარიამის ძეს ღმერთი აღუთქვამს დავითის საყდარს, ანუ ისრაელის სამეფო ტახტს და იაკობის სახლზე, ანუ ისრაელის თორმეტ ტომზე საუკუნო სუფევას. მარადიული მხოლოდ ღმერთია. იაკობის სახლი კი უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც თავისი ლოცვით, სულით უფალთანაა შეერთებული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა, ამიტომ ღვთისმშობელი კითხულობს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?“ (ლკ. 1, 34). ანგელოზი პასუხობს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“ (ლკ. 1, 35) და ნიშანსაც აძლევს – მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედიც, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. ყოვლადწმიდას სისწორით უნდოდა შეტყობა ღვთის ნებისა, ეშინოდა, რომ არ შემცდარიყო, მაგრამ როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა და მიენდო უფალს: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!“ (ლკ. 1, 38). და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში და მისი ბუნება განწმიდა. რა იარაღითაც ჩვენი დაცემისათვის იღვაწა ეშმაკმა, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. შემთხვევითი არაა, რომ ღვთისმშობელს მარიამი – „განმანათლებელი“ ჰქვია: სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონებანი განანათლა.

უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც 25 მარტს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია, ხარება ეწოდება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.

Category: რელიგია | Views: 1286 | Added by: iverieli | Date: 2009-04-07 | Comments (0)

 
ჰოჲ, ადამიანო, უეჭველად უკვდავო!

რომც არ ფიქრობდე მასზე, რომც არ გინდოდეს იგი! ერიდე დაივიწყო შენი უკვდავება, რათა უკვდავების დავიწყება შენი მოკვდავი ცხოვრებისთვისაც სიკვდილისმომტან სამსალად არ იქცეს და რათა შენგან დავიწყებულმა უკვდავებამ არ მოგკლას შენ საუკუნოდ, თუკი იგი შენ, მის არმომლოდინესა და განუმზადებელს, უეცრად თავს დაგადგება.

წმინდა ფილარეტ მოსკოველი

და წარვიდეს ცოდვილნი სატანჯველსა საუკუნესა,
ხოლო მართალნი - ცხორებასა საუკუნესა
(მათე 25,46)

Category: რელიგია | Views: 1263 | Added by: iverieli | Date: 2009-04-06 | Comments (0)

 
1993 წლის ზაფხულში იღუმენმა დამიანემ შენიშნა, რომ ხატის ფერები ჩამუქებულიყო. გადაწყვიტეს, მოეწვიათ რესტავრატორები ფერების ცვლილების მიზეზის დასადგენად. თუმცა 1 აგვისტოს, როცა ხატს მინა ჩამოხსნეს, ყველამ დაინახა.................
Category: რელიგია | Views: 2128 | Added by: iverieli | Date: 2009-04-06 | Comments (0)

კიბე ანუ კლემაქსი

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,

რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის

Category: რელიგია | Views: 1963 | Added by: iverieli | Date: 2009-04-06 | Comments (0)

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 11 12 »
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია???
სულ პასუხი: 11751
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz