შაბათი, 2024-12-07, 2:10 AM
მოგესალმები Guest | RSS

BEST WAREZ

მთავარი » რელიგია

 

წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა VI საუკუნეში აღესრულნენ მოწამეობრივად. ისინი მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ არს შემოსლვაჲ თქუენი სახლსა ღმრთისასა“ ეუბნებოდნენ მათ.

Category: რელიგია | Views: 1435 | Added by: iverieli | Date: 2009-03-06 | Comments (0)

 
999 წლის 31 მარტს (სხვა გადმოცემით ძვ. სტ. 27 აპრილს) ივერთა მონასტრის შორიახლოს, ზღვაში, გაბრიელ ქართველმა ხუცეს-მონაზონმა პირველმა იხილა თავისი მოსაგრეობის ადგილიდან, გამოქვაბულიდან, ივერიისად წოდებული ხატი დედისა ღმრთისა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ სწორედ ამ წმინდა ბერის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.
Category: რელიგია | Views: 2033 | Added by: iverieli | Date: 2009-02-25 | Comments (3)

ანანური

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა როგორც თავისი იშვიათი ადგილ-მდებარეობით, ასევე მასში თავმოყრილი სხვადასხვა დროის მრავალი საეკლესიო და საერო ნაგებობით.
..................
Category: რელიგია | Views: 1870 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (0)

ვარძია


სამონასტრო ანსამბლი რომელიც 1156-1203 წლებში დაარსდა,1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. ეს სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვარძია იმთავითვე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცა. ერთხანს აქ მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქვე შეთხზა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობრობა იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა....

Category: რელიგია | Views: 3534 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (5)

სვეტიცხოველი 1010-1029 წწ.


სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.

სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.

Category: რელიგია | Views: 1991 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (0)

გელათი

Category: რელიგია | Views: 2049 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (0)

თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდ კილომეტრზე მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. ბეთანია ებრაული სიტყვაა და ქართულად სიგლახაკის სახლს ნიშნავს.
მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: თავდაპირველად მონასტრის აგება მდინარის მეორე მხარეს, მაღალ მთაზე ჰქონიათ განზრახული. იმ მწვერვალზე მშენებლებს ქვებიც აუზიდავთ, მაგრამ მეორე დღეს ის ქვები იქ აღარ დახვედრიათ. დაუწყიათ ძებნა და ბოლოს საკმაოდ ქვემოთ, მთის ძირში უპოვიათ მინდორზე ერთად დაწყობილი. გულისხმაჰყვეს, რომ ეს ღვთის განგებით მოხდა და მონასტერი უფლისაგან მინიშნებულ ადგილას ააშენეს.
მონასტერი უკვე არსებობდა XI საუკუნეში. ბეთანიას ორბელთა გვარი მეურვეობდა. აქ იყო მათი საგვარეულო საძვალეც. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა აგებულიყო იმ ადგილას, სადაც უწინ X-XI სს-ის პატარა აგურის ეკლესია იდგა. ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი ბერის სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში. მის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვამცნობს: �დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.
მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმიდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც იოანე ორბელის მეუღლეს - რუსუდანს აუგია 1196 წელს. XIII საუკუნიდან კი ბეთანიის მონასტერი სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა.
Category: რელიგია | Views: 2808 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (0)


წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა - ელენე კი ქართლ-კახეთის ერეკლე II (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

Category: რელიგია | Views: 1483 | Added by: iverieli | Date: 2009-02-22 | Comments (0)

 
საქართველოს დიდი ათეული 1 nacili
 
By Iverieli
Category: რელიგია | Views: 2443 | Added by: iverieli | Date: 2009-02-20 | Comments (0)

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი დაიბადა 1073 წლის 24 იანვარს. იმ დროს საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე იდგა. თურქ-სელჩუკების სულთანმა მელიქშაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოვანე ლიპარიტის ძე, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა… "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია. ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თჳთ სამეოცდამეთსხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".

1089 წელს დავითის მამამ, მეფე გიორგიმ თავის თექვსმეტი წლის "მარტოშობილ ძეს… დაადგა გჳრგჳნი მეფობისა". "თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას… უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა".

Category: რელიგია | Views: 3115 | Added by: iverieli | Date: 2009-02-08 | Comments (1)

« 1 2 ... 7 8 9 10 11 12 »
სექციის კატეგორიები
Muvies [98]
Movies (GEO) [22]
Counter Strike [9]
Music [14]
Clips [8]
Games [40]
Pictures [20]
Software [45]
SHOWS [19]
Other.... [17]
UFC (Ultimate Fighting) [1]
რელიგია [115]
News [13]
Video [6]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორი დიზაინია??
სულ პასუხი: 797
სტატისტიკა

ამჟამად ონლაინშია : 1
სტუმრები : 1
მომხმარებლები : 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
ჰოსტერი uCoz